იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზარტული თამაშებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით 10,6 მლნ ლარით მეტი თანხა შევიდა.
ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2023 წლის 3 თვეში სათამაშო ბიზნესმა ხაზინაში 34,238 მლნ ლარი შეიტანა, 2022 წლის 3 თვეში კი 23,607 მლნ ლარი.
კონკრეტულად, წელს სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში 16,270 მლნ ლარი შევიდა, სამორინეს მაგიდიდან - 13,308 მლნ, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან - 3,550 მლნ ლარი, წამახალისებელი გათამაშებიდან - 569,749 ათასი ლარი, კლუბის მაგიდიდან - 504,519 ათასი ლარი, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებიდან - 15 ათასი ლარი, ხოლო არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან 13,833 მლნ ლარი.