საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 7%-ია დაზღვეული. მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ამ კუთხით ჯამში 128 839 სადაზღვევო პოლისია რეგისტრირებული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 116,265 იყო რეგისტრირებული.

2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის მიმართულებით, კომპანიებმა ჯამში 70.2 მლნ ლარის პრემია მოიზიდეს, მაშინ როცა გასული წლის იანვარ-მარტში ამ კუთხით მოზიდული პრემიის ჯამური მაჩვენებელი 56.24 მლნ ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო სექტორში მოზიდული პრემიის მოცულობა, 2024 წლის I კვარტალში ყველა სახის დაზღვევაში გაზრდილია. მათ შორის ქონების, სიცოცხლის, სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა და სხვა.