ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენის „Naturale 2025“ ფარგლებში, ქართული ღვინის  წარდგენა  ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„ქართული ღვინო აღნიშნულ გამოფენაზე პირველად იყო წარმოდგენილი. გამოფენას „Naturale 2025“ ბელგიელი ღვინის პროფესიონალები და იმპორტიორები დაესწრნენ, რაც იძლევა ქართული ღვინის ევროპის ბაზარზე ცნობადობის ზრდის და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების დამატებით შესაძლებლობას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო - მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.