2023 წლის ივნისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა1 186 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 262 ლარი, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების2 საშუალო ფასმა 133 ლარი შეადგინა. ინფორმაციას PMCG ავრცელებს.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ივნისში 485 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 646 ლარი შეადგინა, კახეთში - 556 ლარი, აჭარაში - 516 ლარი, ხოლო თბილისში - 512 ლარი.
„საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის ივნისში, 2023 წლის მაისთან შედარებით, 6.3%- ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.8%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 0.9%-ით შემცირდა.
2023 წლის ივნისში, 2022 წლის ივნისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 4.7%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 3.6%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 0.8%-ით შემცირდა“, - ნათქვამია ივნისის თვის მიმოხილვაში.