საქართველოს რკინიგზაში მგზავრთა მომსახურების სფეროში დასაქმებული თანამშრომლების გადამზადება მიმდინარეობს.

ტრენინგის მიზანია, სერვისის  ხარისხის ამაღლება და მომხმარებელთა კმაყოფილების  გაზრდა.  რაც გულისხმობს, ყველა მატარებლის უფროსის, ვაგონის გამცილებლების - მომსახურების ოპერატორების პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებას, ასევე ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა მგზავრისადმი სწორი დამოკიდებულება, მომსახურების სისწრაფე, მომხმარებლის საჭიროებების დადგენა, კონფლიქტის მენეჯმენტი და ა.შ.

ტრენინგს ატარებენ გამოცდილი სპეციალისტ-კონსულტანტები, რომელთაც გაჩნიათ  მაღალი კვალიფიკაცია და მომზადებული აქვთ  მსმენელთათვის საინტერესო პროგრამა. კურსის დასრულების შემდეგ  ტრენინგის მონაწილეებს  გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი.