ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ წარმატებით გაიარა ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო აუდიტი და მიიღო ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი.
აღნიშნული სერტიფიკატი ადასტურებს, რომ კომპანიის მართვის პროცესები, მომსახურების მიწოდება, მომხმარებელთან ურთიერთობა და შიდა კონტროლის მექანიზმები სრულად შეესაბამება საერთაშორისო ხარისხის მართვის სტანდარტებს.
ISO 9001:2015-ის დანერგვა მიზნად ისახავს: მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას; პროცესების ეფექტიანობის ზრდას; მომხმარებელთა კმაყოფილების ამაღლებას; რისკების მართვისა და პრევენციული მექანიზმების გაძლიერებას.
სერტიფიცირების პროცესი მოიცავდა კომპანიის საქმიანობის სრულ ანალიზს, შიდა პროცესების შეფასებასა და შესაბამისობის შემოწმებას საერთაშორისო მოთხოვნებთან.
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ განაგრძობს სისტემურ განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, რათა მოსახლეობას მიაწოდოს უსაფრთხო, ხარისხიანი და საიმედო წყალმომარაგების სერვისი.