სახელმწიფომ კომპანია „გასკო +“-ს, რომელიც სენაკის გაზმომარაგებაზეა პასუხისმგებელი, სენაკის რამდენიმე სოფელში უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით 2 952 204 ლარად გადასცა.

მთავრობის 2 დეკემბრის განკარგულების მიხედვით, სენაკის სოფლებში რეკაში, ეკიში, გოლასკურში, მუხურ-ხორგიში, საგუნიოში, საცხვიტიოსა და საადამიოში, 9 უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა.

დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ თანხის გადახდა 2032 წლიდან უნდა დაიწყოს და ბოლო გადარიცხვა 2041 წელს უნდა განახორციელოს. გრაფიკის მიხედვით, ყოველწლიურად „გასკო +“-ს 295 220 ლარის გადახდა ეკისრება

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „გასკო +“ 2007 წელს დაფუძნდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე ირაკლი ბიწაძეა.