2025 წელს, 17 იანვრის მდგომარეობთ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „გაფრთხილებულ მიმწოდებელთა“ სიაში 4 ბიზნეს სუბიექტი მოხვდა. ამის შესახებ თავად სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებიდან ჩანს.

უფრო კონკრეტულად, წელს უკვე „გაფრთხილებულია“ 2 ინდმეწარმე და 2 კომპანია, ამის მიზეზი, ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობების ვერ, ან არაჯეროვნად შესრულება გახდა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, ესენი არიან: ინდმეწარმეები ეკატირინე ნადირაძე და მურმან ბიჟანიძე, ასევე კომპანიები, „იოლაგონი“ და „ეკვდერი 2029“.
სააგენტოს მიხედვით, ეკატირინა ნადირაძე სხვადასხვა პროდუქტების, მათ შორის, მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტების მიწოდებით არის დაკავებული, ხოლო მურმან ბიჟანიძე - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო, ასევე, სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოებით.

რაც შეეხება კომპანიებს, სამეწარმეო რეესტრის თანახმად, შპს „იოლაგონი“ 2021 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის მესაკუთრე ნანა ნებიერიძეა, ხოლო დირექტორი გიორგი ჩარგეიშვილი. „იოლაგონის“ საქმიანობა რძის პროდუქტების მიწოდებას უკავშირდება, რაც სააგენტოს განმარტებით, არაჯეროვნად შეასრულა.

შპს „ეკვდერი 2019“-ის შემთხვევაში კი, ის რეესტრში 2019 წლიდან არის დარეგისტრირებული.კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი და დირექტორი მარიამ ლაფერაშვილია. აღნიშნულ ბიზნეს სუბიექტს „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის“ სამედიცინო მოწყობილობების მიწოდება ევალებოდა. რაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, არაჯეროვნად შეასრულა.

წყარო: bpn.ge