სახელფასო ადმინისტრირების სერვისი უკვე დიდიხანია გრანთ თორნთონის ქსელში ერთ-ერთიძლიერი მიმართულებაა. უკანასკნელ პერიოდში,საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვანმასაკანონდებლო და ტექნოლოგიურმა ცვლილებებმახელი შეუწყო აღნიშნული მიმართულებისგანვითარებას.

ბიზნეს გარემოს მზარდი გამოწვევების საპასუხოდ, გრანთ თორნთონ საქართველომ გააძლიერაფეიროლ მიმართულება და ბიზნეს პროცესებისგადაწყვეტილებების (BPS) დეპარტამენტშიჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სერვის ლაინი - სახელფასო ადმინისტრირება/Payroll.გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციურისპეციალისტებით, რომლებსაც გააჩნიათ როგორცადგილობრივი საგადასახადო და შრომითიკანონმდებლობის ღრმა ცოდნა, ასევე მდიდარისაერთაშორისო პრაქტიკა. გუნდის წევრები ფლობენკომპლექსური სახელფასო სისტემების მართვისმრავალფეროვან გამოცდილებას. Payrollმომსახურეობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობსტექნოლოგიურ ინოვაციებს და მონაცემთაუსაფრთხოებას. კომპანია აქტიურად იყენებსსაერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებულისისტემებსა და მეთოდებს. დამოუკიდებელი ფეიროლ მიმართულების ფორმირება, მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე გუნდისა და განვითარებაზე ორიენტირებული ხელმძღანელების - ნათია ივანიაშვილისა და ნათია მჟავანაძის ლიდერობით, გვაძლევს შესაძლებლობას ბიზნესს შევთავაზოთ ქსელში დაგროვილი გამოცდილება და ადგილობრივი ექსპერტიზა.