ინოვაციური სტარტაპები 10 წლის განმავლობაში უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ და მათ შორის 3 წლით, ნულოვანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან. ცვლილება მიმდინარე წლის შემოდგომიდან უნდა ამოქმედდეს.
Widgera-ს თანადამფუძნებელისა და აღმასრულებელი დირექტორის, სანდრო ბოლქვაძის შეფასებით, ცვლილება არა მხოლოდ ხარჯების შემცირებას უწყობს ხელს, არამედ ინვესტიციების მოზიდვასაც ამარტივებს, რაც სამომავლოდ საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემას გააძლიერებს.
,,Widgera-ს მთავარი დელავერშია, თუმცა ქართველი თანამშრომლებიც გვყავს, ხელფასებს სწორედ ქართული კომპანიიდან ვიხდით. აქამდე ჩვენი ყველაზე დიდ ხარჯი სწორედ საშემოსავლო იყო ახალი კანონი კი ინვესტიციების მოზიდვასაც ძალიან გაამარტივებს. რა თქმა უნდა, უპირატესობა გაქვს, როცა საშემოსავლოს არ იხდი და ჩემი აზრით, ეს კანონი ქართულ სტარტაპებს უფრო გამოაცოცხლებს. ასევე, ნაკლები სტიმული გექნება, რომ უცხოური კომპანიიდან გადაიხადო ხელფასები, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის კარგია.
სამ წლიან საშეღავათო პერიოდს დეფოლტად გაძლევენ, თუ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებ, შესაძლებელია ეს დრო კიდევ 3 წლით გახანგრძლივდეს, ანუ საშეღავათო პერიოდი 6 წლით გამოიყენო. ასევე, შეგიძლია რაღაც ბენეფიტები კიდევ 4 წელი გამოიყენო.
თუ ბენეფიტებთან ერთ, ინვესტიციების შემოდინებაც გაძლიერდება, წესით ქვეყანაში სტარტაპგარემო უნდა გაუმჯობესდეს",- აღნიშნა Widgera-ს თანადამფუძნებელმა სანდრო ბოლქვაძემ.