გაზაფხულის მოსვლასთან ერთად იფურჩქნება ბუნება და ბალახიც აქტიურად იწყებს მინდორ - ველის გამწვანებას. იმისათვის, რო თქვენს კარ - მიდამოს ლამაზი გაზონი ამშვენებდეს, მისი მოვლა და შეკრეჭა აუცილებელია. ბალახთან ხელით ბრძოლა სპეციალური ხელსაწყოს გარეშე წარმოუდგენელია, სწორედ ამიტომ უნდა შეიძინოთ გაზონის სათიბი, რომ ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე მუდამ მოვლილი იყოს ეზო.
სხვადასხვა ტიპის გაზონის სათიბი არსებობს, მცირე ზომის გამოგადგებათ აგარაკისთვის, ნაკვეთისთვის. მძლავრი მოდელი უფრო დიდი ტერიტორიებისთვისაა განკუთვნილი და უზრუნველყოფს პარკებისა და მოედნების სილამაზეს.
პორტატიული, ე.წ. ხელის მოდელები ადამიანს უჭირავს ხელში, წონით იმხელაა, რომ მისით მუშაობა არ გაჭირდეს, თუმცა, მასზე პოპულარულია ბორბლებიანი საკრეჭი, რომლის გამოყენებისასაც ადამიანს მხოლოდ მოძრაობის მიმართულების კონტროლი სჭირდება. ყველაზე დიდი და მძლავრი მოწყობილობები მინი მანქანებია - მათ შეუძლიათ ადვილად დაამუშაონ უზარმაზარი ტერიტორიები.
გაზონის სათიბები რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით სხვადასხვა ჯგუფებად იყოფა, ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი მოტორის ტიპია.
საწვავზე მომუშავე მოდელები ბენზინისა და ზეთის ნარევით მუშაობენ, საწვავისთვის განკუთვნილი ავზი მის გაბარიტებს საგრძნობლად ზრდის, სამაგიეროდ ძალიან პროდუქტიულია, მოქმედების შეუზღუდავი რადიუსი აქვს. მის ნეგატიურ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს გამონაბოლქვი, ხმაური, სიმძიმე სავსე ავზის პირობებში.
ელექტრო მოდელები აღჭურვილია ელექტროძრავით, მუშაობს ელექტროქსელზე ან ბატარეებზე. ელექტრო საკრეჭი ჩუმია, არ აქვს გამონაბოლქვი, მაგრამ ნაკლებად მძლავრია, ვიდრე ბენზინის მოდელი. ვინაიდან არ საჭიროებს საწვავს, შედარებით მსუბუქია, სამაგიეროდ, მუშაობისთვის სჭირდება როზეტი ან დამაგრძელებელი, სამუშაო სივრცე დამოკიდებულია კაბელის სიგრძეზე.
რაც შეეხება, აკუმულატორიან მოდელს რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ საჭიროებს დატენას.
მექანიკურ გაზონის სათიბს ძრავა საერთოდ არ აქვს, ადამიანის ფიზიკური ძალის ზემოქმედებით მოდის მოძრაობაში, მიწოლით იწყებს ბორბლები მოძრაობას და დანა ბალახს ეხება. ამ ტიპის სათიბს არ სჭირდება კვების წყარო, მუშაობს მაღალი ტენიანობისა და ნებისმიერი ტემპერატურის პირობებში, თუმცა მისი მეშვეობით დიდ ფართობზე მუშაობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მექანიკური მოდელები შესაფერისია ახლად ამოსული ბალახისა და ბუჩქების მოთიბვისთვის.
ნებისმიერი ზემოთ ხსენებული გაზონის საკრეჭის შეძენა ხელმისაწვდომ ფასად, ან თუნდაც განვადებით შესაძლებელია საქართველოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის „ლილო მოლის“ ონლაინ მაღაზიაში liloshop.ge.
პროდუქციის შერჩევას აღწერილობაში დეტალურად მითითებული მახასიათებლები გაგიადვილებთ, შეძენის შემდეგ კი კურიერი შეკვეთას მთელი საქართველოს მასშტაბით მოგაწვდით. გაალამაზეთ კარ - მიდამო ლილოშოპზე შეძენილი გაზონის სათიბებით.