მწვანე კონცხზე 5 ვარსკვლავიანი Marriott Brand, Luxury Collection-ის გახსნის ვადები უცნობია.

როგორც პროექტის განმახორციელებელ თანაინვესტირების ფონდის შემადგენლობაში არსებულ „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში“  „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს,  მწვანე კონცხის პროექტის კორექტირების და თანმდევი სამუშაო პროცესები არ დასრულებულა. შესაბამისად, ინფორმაცია ვადებზე საუბარი ცოტა ნაადრევია.

რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, ფონდის ინფორმაციით, ის პროექტირების შედეგების გათვალისწინებით დაზუსტდება.

შეგახსენებთ, არსებული პროექტით განიხილება 120 ნომრიან სასტუმროში  სპა, აუზის, ფიტნეს ცენტრის, რესტორნის, ლაუნჯ ბარის, ჩოგბურთის, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნების, საბავშვო - სარეკრეაციო ზონა და დამატებითი სივრცეების ბიზნეს შეხვედრებისა და კონფერენციებისათვის.

პროექტის ჯამური ღირებულებად 70 მლნ დოლარი იყო განსაზღვრული.

bp.ge