საქართველოში არჩევანი საჯარო და კერძო ბაღებს შორის საკმაოდ მრავალფეროვანია. თუმცა ბოლო წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება კერძო ბაღში ბავშვის მიყვანა.

სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად აქტუალური ხდება სწავლის საფასური, რომელიც როგორც აღმოჩნდა წელიწადში 6000 დოლარამდეც ანუ დაახლოებით 10 300 ლარამდეც კი ადის. თუმცა ძირითადად ბაღის თვიური საფასური 450-დან 650 ლარამდე მერყეობს.

„კომერსანტი“ შეეცადა გაერკვია, რომელია თბილისში ძვირად ღირებული კერძო ბაღი:

QSI - მხოლოდ ინგლისურენოვანი პროგრამაა, სადაც წლიური გადასახადი 5700 დოლარია; 

აზროვნების აკადემიის ბაღი - ყოველთვიური გადასახადი 1150 ლარი;

UG  - სკოლამდელი ასაკის ჯგუფის წლიური საფასური 11 000 ლარამდეა;

ქართულ-ბრიტანული აკადემიის ბაღი - წლიური გადასახადი 3500 დოლარი; 

საბავშვო ბაღი ნევერლენდი - ქართული სექტორი 750 ლარი, ინგლისური სექტორი 850 ლარი;

საბავშვო ბაღი „ალუბლები“ - ყოველთვიური გადასახადი 650-დან 800 ლარამდე მერყეობს (ასაკის მიხედვით);

ამონაშვილის ბაღი - ყოველთვიური გადასახადი 770-დან 920 ლარამდე (საათების მიხედვით);

საბავშვო ბაღი ანბანელა - ყოველთვიური გადასახადი 700 ლარი.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 2028 ბაღია, რომელთაგან საჯარო 84%-ია, შესაბამისად, ქვეყანაში 323 კერძო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.