Starbucks ოფიციალურად შემოვიდა საქართველოს ბაზარზე. პირველი ფილიალის გახსნასთან ერთად, ცნობილი გახდა მენიუც და ყავის ფასებიც:
მენიუში კლასიკური ლატე და კაპუჩინო 11.50-13.50 ლარი ღირს, ამერიკანო — 9.75-11.75 ლარი, ხოლო მოკა და კარამელ მაკიატო — 13.50-15.50 ლარი. ყველაზე ძვირადღირებული სასმელი თეთრი შოკოლადის მოკაა, რომლის ფასი 13.75-15.75 ლარს შეადგენს. ესპრესოს ფასი 6.60 ლარიდან იწყება, ხოლო მენიუში თურქული ყავაც არის წარმოდგენილი.
P.s Starbucks საქართველოში Alshaya Group-თან პარტნიორობით შემოვიდა. კომპანია რეგიონში 800-ზე მეტ Starbucks-ის ფილიალს მართავს. პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭირეს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს საელჩოებმა თურქეთსა და ქუვეითში.