5 აპ­რილს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა და­ა­სან­ქცი­რა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ეს ბერ­კე­ტი სამი მოქ­მე­დი და ერთი ყო­ფი­ლი მო­სა­მარ­თლის მი­მართ გა­მო­ი­ყე­ნა.

 


სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­და თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რეს მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძეს, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რს ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეს ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას და თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რეს ვა­ლე­რი­ან ცერ­ცვა­ძეს. სან­ქცია შე­ე­ხე­ბა არა მხო­ლოდ მათ, არა­მედ მათი ოჯა­ხის წევ­რებ­საც.

 


რა გავლენას მოახდენს მოსამართლეების სანქცირება საინვესტიციო გარემოზე და რა დაბრკოლებები ექმნებათ უცხოელ ინვესტორებს საქართველოში - ეს შეკითხვა „კომერსანტმა“ სხვადასხვა ორგანიზაციის თუ უწყების წარმომადგენლებს დაუსვა.

 


საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში კითხვაზე პასუხისგან თავს იკავებენ და ამ თემაზე საუბარს დუმილს ამჯობინებენ. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის აზრით, აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირება მძიმე ფაქტია და საინვესტიციო კლიმატისთვის გამოწვევაა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ამ საკითხზე შესაბამისი პასუხები იქნება.

სამაგიეროდ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა დასანქცირებულებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და განაცხადა, რომ „როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს, სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი და თავისუფალი როგორც შიდა, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან“.

 


სავაჭრო-სამრეწველო პალატაში „კომერსანტს“ უთხრეს, რომ აღნიშნული თემა მათ კომპეტენციაში არ შედის. საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი კი ამბობს, რომ სანქციები საბოლოო ჯამში ქვეყანას ნაკლებად მიმზიდველს გახდის ბიზნესისთვის. მისი თქმით, ეს სანქციები არის სიგნალი საქართველოს მიმართ, იმ შემთხვევაში თუ ისინი კვლავ გააგრძელებენ „ბინძურ თამაშებს“, უფრო მეტ ადამიანზე, უფრო სერიოზული სანქციები დაწესდება.

 


BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი  აღნიშნავს, რომ ეს არის სიგნალი იმისა, რომ ინვესტორები არ უნდა დაეყრდნონ ჩვენს სასამართლო სისტემას. მისი თქმით,  მოსამართლეები კორუფციის გამო დასანქცირდნენ და სწორედ ისინი არიან, რომლებსაც გააჩნიათ ყველაზე დიდი ძალაუფლება სასამართლო სისტემაში, „აქედან გამომდინარე, სანქციები არის პირდაპირ მინიშნება იმისა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა არ იმსახურებს ნდობას, მითუმეტეს თუ ვსაუბრობთ ინვესტორებზე“.

 


აღსანიშნავია, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში ოპოზიციამ დააყენა, თუმცა როდის გავა საკითხი კენჭისყრაზე ამ ეტაპზე უცნობია.