სამთავრობო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში თბილისში „დინამო არენაზე“ კონცერტს ამერიკელი მუსიკოსი ბრუნო მარსი გამართავს. პირველ ოქტომბერს დაგეგმილი კონცერტის ბილეთების გაყიდვა მიმდინარე წლის 20 ივნისს დაიწყება და მსურველებს მათი შეძენა tkt.ge-სა და superapp-ში შეეძლებათ. შესაბამისად ბილეთების ღირებულება ჯერჯერობით უცნობია. კონცერტის მთავარი პარტნიორები კი თიბისი და VISA არიან.
თიბისი კონცეპტის მიერ მომხმარებლისთვის გაგზავნილი ინფორმაციის მიხედვით, კონცეპტით მოსარგებლეებს კონცერტის ბილეთების შეძენა 15-18 ივნისს შეეძლებათ, რა დროსაც ისინი VIP ზონის კატეგორიის ბილეთებზე Super App-ში შეძენისას 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
მათივე ცნობით, VIP ზონაში ბილეთის შეძენის სტანდარტული ფასი 1 450 ლარი იქნება, ხოლო კონცეპტის მომხმარებელს ბილეთის შეძენას 30%-იანი ფასდაკლებით სპეციალური ფასად 1 015 ლარად შეძლებენ.
თიბისი კონცეპტის მიერ მომხმარებლისთვის გაგზავნილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ერთ მომხმარებელს ერთი ბილეთის შეძენა შეეძლებათ და ყიდვის შემთხვევაში ისინი ბილეთებს 20 ივნისს App-ის მეშვეობით მიიღებენ.
აღნიშნული შეთავაზება კი შემდეგ სადებეტო ბარათებზე: TBC Concept Visa Platinum, Visa Infinite, Visa Signature ვრცელდება.
რა ეღირება ბილეთები ბრუნო მარსის კონცერტზე
არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან, თუმცა გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის პროევროპული კურსის მიმართ უცვლელია – გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი
საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ. 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება
ვალი გვეკისრება, ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად - ირაკლი კობახიძე
"18 წლის შემდეგ საქართველოს მშვიდობისა და ერთიანობის მიზანი კვლავ უცვლელია" - საგარეო საქმეთა სამინისტრო
„ანექსიის მცდელობა უპასუხოდ არ დარჩება“ - ოთხი დასავლური სახელმწიფო მოსკოვს აფრთხილებს