თბილისი (GBC) - იანვარ-ივლისში საქართველოდან სულ $150.3 მლნ-ს 51.9 მლნ ლიტრი ღვინო გავიდა ექსპორტზე, რაც ფულად გამოსახულებაში 24%-ით მეტი, ხოლო რაოდენობაში 24.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე (2022/8M: $121.1 მლნ-ს 41.7 მლნ ლ).

ქართული საექსპორტო ღვინის ფასი საანგარიშო პერიოდში თითქმის არ შეცვლილა. იანვარ-ივლისში 1 ლიტრი საექსპორტო ღვინის ფასი $2.89 არის (2022/8M: $2.9).

მიმდინარე წლის 8 თვის ქართული ღვინის ტოპ პარტნიორები შემდეგია:

  • რუსეთი - $99.2 მლნ-ს 36.5 მლნ ლიტრი (ექსპორტის 66%).
  • პოლონეთი - $7.9 მლნ-ს 3.1 მლნ ლიტრი (ექსპორტის 5.3%).
  • უკრაინა - $7.7 მლნ-ს 2.7 მლნ ლიტრი (ექსპორტის 5.1%).

gbc.ge