2025 წლის პირველ კვარტალში ქართული ბიზნესები ბიზნეს კლიმატს 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაცილებით ნაკლებად ხელსაყრელად აფასებენ (-12.8 ქულა). ამ პერიოდში, როგორც ამჟამინდელი ბიზნეს სიტუაცია (-17.0 ქულა), ასევე ბიზნეს მოლოდინები (-9.1 ქულა) მნიშვნელოვნად გაუარესდა“, - ამის შესახებ PMCG-ის მაისის მაკრო მიმოხილვაში წერია.
PMCG-ის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ბიზნეს კლიმატმა მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა, ძირითადად პოლიტიკური არასტაბილურობისა და მასობრივი სამოქალაქო პროტესტის გამო, რომელიც გამოწვეული იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მესამე კვარტალში გაუმჯობესების ნიშნები იყო, სიტუაცია კვლავ გაუარესდა მეოთხე კვარტალში და გაგრძელდა 2025 წლის პირველ კვარტალშიც, რაც კვლავ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით იყო განპირობებული.
„2025 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური კლიმატის ინდექსი 26.6 პუნქტით ნაკლები იყო 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით. გარდა ამისა, იმავე პერიოდში, მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობისა და სამომავლო მოლოდინების შეფასებები, შესაბამისად, 14.5 და 45.5 პუნქტით შემცირდა.
2025 წლის პირველ კვარტალში მოლოდინების განსაკუთრებით მკვეთრი კლება ასახავს ქართველი ეკონომისტების პესიმისტურ პერსპექტივას, რაც ძირითადად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს უკავშირდება", - ნათქვამია დოკუმენტში.