სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიუმ ბრენდის, პრიმოს მხარდაჭერით, Lamborghini Tbilisi-სა და საქართველოში, ჩოგნების საერთაშორისო ბრენდის, Babolat-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანიის პარტნიორობით,  პადელის სამოყვარულო ტურნირი გაიმართა. ჩემპიონატს კუს ტბის პადელის კლუბმა უმასპინძლა და მისი მთავარი ინსპირაცია, ორი კომპანიის, გლობალური თანამშრომლობა იყო. სამოყვარულო ტურნირში, ჯამში 90 მონაწილე იყო ჩართული.

“მსგავსი ტიპის ღონისძიებები ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესოა და ყოველთვის ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ ისეთ აქტივობებს, რომელიც სრულად არის მორგებული პრიმო მომხმარებლის ცხოვრების სტილს. პრიმოს მთავარი დაპირება კომფორტი, სიმარტივე და მოქნილობაა - სწორედ ის, რაც აღნიშნული ტურნირის მთავარი ინსპირაცია იყო,” - აცხადებენ ალდაგში;

პრი­მო ალ­და­გის პრე­მი­უმ ბრენ­დია და სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი სა­და­ზღვე­ვო მომ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ­ლის ფარ­გლებ­ში და­ზღვე­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მფლო­ბელს ჰყავს პი­რა­დი მე­ნე­ჯე­რი ალ­დაგ­ში და სარ­გებ­ლობს ექ­სკლუ­ზი­უ­რი პი­რო­ბე­ბით და­ზღვე­ვა­ზე, მათ შო­რის, ავ­ტო­რი­ზე­ბულ სერ­ვის­ცენ­ტრებ­ში მომ­სა­ხუ­რე­ბა, კონ­სი­ერ­ჟის მომ­სა­ხუ­რე­ბა.