პრადა Versace-ს შეძენას 1.5 მილიარდ ევროდ გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, Prada-ს და Capri Holdings-ს შორის მოლაპარაკებები, Versace-ს შესახებ, შესაძლოა რამდენიმე კვირაში დასრულდეს.
იტალიური ბიზნეს გაზეთის, Il Sole 24 Ore-ის მიერ გავრცელებული ხმების თანახმად, 10 აპრილს დაწესდა ბოლო ვადა მოლაპარაკებებისთვის. მიუჩია პრადა და პატრიციო ბერტელი მზად არიან გადაიხადონ 1.5 მილიარდი ევრო, რათა “ვერსაჩე” შეუერთდეს Prada Group-ს.
აქვე შეგახსენებთ, რომ იტალიური მოდის სახლი, Versace ამერიკულმა კონგლომერატმა, Capri Holdings-მა 2018 წელს, 2,12 მილიარდ ევროდ შეიძინა. გავრცელებულ ხმებს, Capri Holdings-სა და პრადას შორის არსებული მოლაპარაკებების შესახებ, დამაჯერებელს ისიც ხდის, რომ 13 მარტს, დონატელა ვერსაჩემ ოფიციალურად დატოვა Versace-ს მოდის სახლი და მის შემცვლელად ბრენდმა იტალიელი დიზაინერი, დარიო ვიტალე წარადგინა. დარიო ვიტალე Miu Miu-ს დიზაინერია, “მიუ მიუს” მფლობელი კი, სწორედ Prada Group -ია.
აღსანიშნავია ისიც, რომ Versace-ში მოსალოდნელი დიდი ცვლილებების შესახებ სიახლეები უკვე გასული წლის შემოდგომიდან ვრცელდება, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრენდის ამჟამინდელი მფლობელი კომპანიის, Capri Holdings-ის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. გეტყვით, რომ Capri Holdings ასევე ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Michael Kors და JIMMY CHOO. კომპანიისთვის კომერციულად ყველაზე წარმატებული ბრენდია Michael Kors. სწორედ მაიკლ კორსის გაძლიერებისთვის და ბრენდში დამატებითი ინვესტიციისთვის, Capri Holdings მზად არის გაყიდოს Versace.
დონატელა ვერსაჩე 1990-იანი წლების სუპერმოდელებთან ერთად, Versace -ს 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე ( Getty Images / Harper's Bazaar ).