ოპოზიცია, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბიზნესის სანქცირებას ითხოვს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ამ განცხადებებს უკვე გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის,  ირაკლი ზარქუას თქმით, ოპოზიცია სწორედ ამ ტაქტიკით ცდილობს რევოლუციური სცენარების ამუშავებას.

"ხელმოცარული პოლიტიკოსები. მათი გვარებია - ხიდაშელები, კუპრაძეები, სამადაშვილები, ბოკუჩავები დაძრწიან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ იქნებ, პატრონს თავი მოაწონონ და რაღაც შეძლონ, ტყუილ-მართალი ჩაუტარონ და ამით მოხდეს ცალკეული პირების დასანქცირება.

რატომ ერჩიან ბიზნესს?! იმიტომ, რომ იციან, ბიზნესს თუ დაასანქცირებენ ჰგონიათ, ამით შეაშინებენ ჩვენს ბიზნესს და შემდეგ ეკონომიკა ჩამოიშლება, ეკონომიკა თუ ჩამოიშლება, ბიუჯეტი ვერ შეივსება, ბიუჯეტი თუ ვერ შეივსო, მერე იქნება ინფლაცია, მაღალი გადასახადები და ხელფასს ვერ დაარიგებ და ბუნებრივია, შემდეგ ეს ქაოსში გადაიზრდება.

მეორე, შეთხზული სიგიჟეებით უნდათ, რომ პოლიტიკოსები და ძალოვნები დაასანქცირონ და ამით შექმნან განცდა, რომ აქ ყველა დასანქცირებულია და მათი ჭკუით, ადვილი იქნება რევოლუციის მოხდენა და აგენტურის დასმა. აგენტურა რისთვის უნდათ?! როგორც 2003-2012 წლებში ჰქონდათ, ყველაფერი სისაძაგლე ჩაადენინონ, ყველა სიბინძურე გააკეთებინონ, ეს არის და ამის უფლებას არ მივცემთ. ირბინონ, სანამ ფინანსები ეყოფათ, რაც გამოყოფილია მათთვის, თუმცა მილევად რეჟიმში არიან და მალე დასრულდებიან პოლიტიკურად", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

წყარო: "რუსთავი 2"