ყველასთვის კარგად ცნობილი გერმანული საავტომობილო ბრენდი  "Opel" საქართველოში ბრუნდება. "Opel"-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია „მეკრე“-ს მმართველი პარტნიორის, ილია თაბორიძის თქმით „ოპელის“ ოფიციალური ცენტრი თბილისში სულ მალე გაიხსნება. 

„ჩვენი კომპანია ახალ გამოწვევას დიდი სიხარულით შეხვდა, შესაბამისად, დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "Opel" სრულიად ახალი ენერგიით ბრუნდება საქართველოში.   ოფიციალური ცენტრი მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს გაიხსნება, სადაც ჩვენს მომხმარებლებს ვუმასპინძლებთ და გავაცნოთ OPEL-ის ბოლო თაობის ისეთ ავტომობილებს, როგორიც არის MOKKA, ASTRA, GRANDLAND, სრულიად გათანამედროვებული CORSA და სხვა .“ - განაცხადა ილია თაბორიძემ.

"ახალი ოპელი ენერგიული, მკვეთრი, დახვეწილი დიზაინის, ფერადი ვიზუალური სტილის, ზედმიწევნითი გერმანული სიზუსტით და ინჟინერიით შექმნილი თანამედროვე ავტომობილია. ის ამსხვრევს ყველა სტერეოტიპს და შეუპოვრად მიიწევს წინ ახალი გამოწვევებისკენ." - აცხადებენ კომპანიაში.

სულ ახლახან, 26 ივნისს, რუსელჰაიმში, ოპელმა საკულტო ემბლემის „blitz“-ის ახალი ინტერპრეტაცია წარადგინა. ე.წ კომპასის ცენტრში მოთავსებული ახალი, მკვეთრი და თამამი „ბლიცი“ იგივე „ ელვა“, ბრენდის კონცეპტუალური ფილოსოფიის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს და ამაყად აგრძელებს მის განუყოფელ ნაწილად ყოფნას.

"ბლიცი" იდეალურად გამოხატავს ბრენდის განვითარების ახალ ტენდენციას, მომავლის ხედვას ელექტრო მობილობის მიმართულებით. შეიძლება თამამად ითქვას, რომ 2028 წლისთვის  "Opel"-ს სრულად ელექტრო გახდება.

საქართველოში „ოპელის“ სამოდელო რიგი ბენზინის, დიზელისა და ელექტრო ავტომობილებით დაკომპლექტდება. საცალო სეგმენტისთვის გათვალისწინებულია, როგორც ბენზინის და დიზელის, ისე ელექტრო,ფლაგინ ჰიბრიდის და ჰიბრიდის ძრავიანი ავტომობილები, ხოლო კომერციული ტექნიკა დიზელის ძრავით იქნება წარმოდგენილი.

ოპელის ოფიციალური გაყიდვები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.

R