დღეს Opel-მა თავისი საკულტო ემბლემის, "Blitz"-ის ახალი ინტერპრეტაცია წარადგინა, აღნიშნული ემბლემა საწარმოო მანქანებზე 2024 წელს გამოჩნდება და ის გააგრძელებს Opel Compass - ის ცენტრალურ ელემენტს, რომელიც Rüsselsheim-ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.
„Biltz“ ეფუძნება ავტომწარმოებლის საქვეყნოდ აღიარებულ ფილოსოფიას და ამავდროულად კვლავ მოთავსებულია Opel Vizor – ის ბრენდის ცენტრში. ელვა - ან გერმანულად "ბლიცი" - დაკავშირებულია ელექტროენერგიასთან და სიმბოლურად გამოსახავს Opel - ის ელექტრომობილების ეპოქისადმი მიდგომას.
„ჩვენი „ელვა“ დღეს უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე. ის სიმბოლურად გამოხატავს არა მხოლოდ ჩვენ ერთგულებას ინოვაციებისადმი, არამედ ჩვენ ვალდებულებას გავხდეთ სრულიად ელექტრო ბრენდი 2028 წლისთვის. წელს ჩვენ უკვე გვექნება 15 ელექტროფიცირებული მოდელი ჩვენს პორტფელში და შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ Opel არის ელექტრო. ”, - განაცხადა Opel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფლორიან ჰუეტლმა.
კომპანიის ვიცე- პრეზიდენტი და დიზაინერი მარკ ადამსი აღნიშნავს, რომ მკვეთრი და თავდაჯერებული ახალი „ბლიცი“ კვეთს საყრდენ რგოლს და Opel - ის საკულტო ემბლემას პროგრესულ, თანამედროვე იერს აძლევს.
„ის ამაყად არის განთავსებული ჩვენი კომპასის ცენტრში, რაც ჩვენი ძირითადი გრაფიკული დიზაინის პრინციპია. კომპასი არის ჩვენი წინა, უკანა და ინტერიერის დიზაინის ელემენტების მთავარი ღერძი“, - აღნიშნა მარკ ადამსმა.
გერმანული ავტომწარმოებელი მომდევნო წლებში მის პროდუქციის პორტფოლიოში ახალ Blitz-ს ეტაპობრივად გაავრცელებს, თუმცა, Opel-ის აღმასრულებელი დირექტორი ფლორიან ჰუეტლი აღნიშნავს, რომ ახალი ემბლემა მიმდინარე წელს უკვე გამოჩნდება.
„IAA Mobility მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საავტომობილო შოუა, შესაბამისად, შესანიშნავი ადგილია იმისთვის, რომ საერთაშორისო აუდიტორიას ამაყად გავაცნოთ ჩვენი ახალი Blitz. გარდა ამისა, სიურპრიზიც გვაქვს დაგეგმილი, რითაც მიუნხენში მოსული სტუმრები აღფრთოვანებული იქნებიან“, - თქვა მან.