საქართველოში განახლებადი ენერგიის პოტენციალსა და გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია ჩატარდა თბილისი ჰილსსში „ომ ენერჯი საქართველოსა“ და „ფოტომეიტის“ თანაორგანიზებით. პარალელურად, მოხდა თბილისი ჰილსისათვის „ომ ენერჯის“ მიერ დამონტაჟებული 500 კილოვატიანი მზის სრული სისტემის წარდგენა და დათვალიერება ბიზნეს სექტორის, მუნიციპალიტეტებისა და სამთავრობო წარმომადგენლებისათვის.
შეხვედრაზე აქტიურად იქნა განხილული თუ რა გამოწვევები და პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას განახლებადი ენერგეტიკის დარგის ეფექტურად დანერგვაში, რამდენად მნიშვნელოვანია საბანკო და სამთავრობო სექტორების თანამშრომლობა ბიზნესისათვის.
„ყველასათვის ნათელი უნდა იყოს თუ რა მნიშვნელობა აქვს განახლებადი ენერგიის წყაროებს ენერგეტიკული უსაფრთხოების განსამტკიცებლად. ჩვენს კომპანიას ყოველდღიურად უწევს შეხება სხვადასხვა ქვეყანაში ამ მიმართულების ტენდენციებთან და გამოცდილებებთან. გვსურს ჩვენი ცოდნა გავუზიაროთ ადგილობრივ ხელისუფლებას, ბიზნესისა და საბანკო სექტორს. განახლებადი ენერგიის დამკვიდრების გარეშე ჩვენი ეკონომიკა ვერ განვითარდება“, - აცხადებს ირაკლი უბილავა, „ომ ენერჯი საქართველოს“ მმართველი პარტნიორი.
ინფორმაცია ღონისძიების ორგანიზატორებზე:
OHM Energy – „ომ ენერჯი საქართველო“
OHM Energy 2016 წლიდან განახლებადი ენერგიის საინჟინრო, შესყიდვებისა და სამშენებლო დარგში მაღალი ხარისხის მომსახურების მიმწოდებელია.
კომპანიის საქმიანობა მოიცავს როგორც მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობას (EPC), მშენებლობის მენეჯმენტი , მაღალი ძაბვის გადაწყვეტილებებსა და პროექტირებას, ასევე, EBRD, KFW, FICHTNER ტექნიკური პირობებით/სტანდარტებით პროექტირებას ქსელზე დაერთებული, ავტონომიური თუ ჰიბრიდული გადაწყვეტილებებით.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომსახურებას, კერძოდ, ენერგო და ელექტრო ინჟინრების და მზის ენერგიის აღჭურვილობის ბიზნეს განვითარების სპეციალისტების.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და სომხეთში კომპანიის მიერ ჯამში 60 მვტ-ზე მეტი საყოფაცხოვრებო, კომერციული და ფართომასშტაბიანი პროექტი განხორციელდა. პარალელურად, კომპანია მუშაობს მწვანე წყალბადის მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ეკონომიკაში დანერგვაზე.
OHM Energy საქართველოში წარმოადგენს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიც არის Sunova Solar და AE Solar, ინვერტორების მწარმოებელი Huawei.
„ფოტომეიტი”
„ფოტომეიტი” 2012 წლიდან ჰუავეის ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია და აქტიურია 23-ზე მეტ ქვეყანაში ფოტოვოლტური სისტემების ინდუსტრიაში, კერძოდ, ინვერტერების, ენერგიის შემნახველი სისტემებისა და სატრანსფორმატორო ქვესადგურების მიმართულებით.
საქართველოში ოფისი 2021 წელს გაიხსნა. ამ ეტაპზე კომპანიის გუნდი 8 თანამშრომლისგან არის დაკომპლექტებული. „ფოტომეიტი“ ჰუავეის პროდუქტის გაყიდვის გარდა, უზრუნველყოფს პარტნიორებისთვის როგორც ტექნიკურ, ასევე მარკეტინგულ და ლოგისტიკურ მხარდაჭერას. თბილისში მდებარეობს ადგილობრივი საწყობი, რაც პროდუქტის სწრაფი მიწოდების საშუალებას იძლევა როგორც კავკასიის, ასევე ცენტრალური აზიის რეგიონში.