3-5 ივ­ნისს, კუ­რორტ ბა­კუ­რი­ან­ში მას­შტა­ბუ­რი და­ლა­გე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი გა­ი­მარ­თა. და­ლა­გე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის იდეა საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­დაგს“ ეკუთ­ვნის, რო­მელ­მაც ასო­ბით მო­ხა­ლი­სე და ათა­სო­ბით თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე ჩა­ა­ბა ჩვე­ნი ბუ­ნე­ბის არ და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბა­სა და და­ლა­გე­ბა­ზე ზრუნ­ვა­ში.

ფეს­ტი­ვალ­ზე და „სა­ქარ­თვე­ლოს დამ­ლა­გე­ბელ­თა გილ­დი­ა­ზე“ მე­ტის შე­სა­ტყო­ბად სა­და­გის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ და თავ­მჯდო­მა­რე ნი­კო­ლოზ შურ­ღა­ი­ას ვე­სა­უბ­რეთ.

-მოგ­ვი­ყე­ვით სა­და­გის შე­სა­ხებ

-სა­და­გი მის წევრთა მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა. ორ წე­ლი­წად­ზე მე­ტია ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­ლა­გე­ბის და მისი ბუ­ნე­ბის სი­სუფ­თა­ვის დაც­ვის­თვის ვმუ­შა­ობთ.

ჩვე­ნი მი­ზა­ნია ადა­მი­ა­ნებს და­ვა­ნა­ხოთ, რომ ქვეყ­ნის სი­სუფ­თა­ვის­თვის ზრუნ­ვა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის საქ­მეა. ძა­ლე­ბის და იდე­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით შეგ­ვიძ­ლია მო­ვუ­ა­როთ ამ პრობ­ლე­მას, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას, ეს­თე­ტი­კურ გა­რე­მოს და ჯან­მრთლო­ბას ეხე­ბა. და­ვარ­წმუ­ნოთ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის და მისი ბუ­ნე­ბის მოვ­ლა, გაფრ­თხი­ლე­ბა სა­კუ­თა­რი სახ­ლის მოვ­ლას და გაფრ­თხი­ლე­ბას ნიშ­ნავს. ამ საქ­მე­ში კი თი­თო­ე­უ­ლი ქმე­დე­ბა და თი­თო­ე­უ­ლი შეც­ვლი­ლი ჩვე­ვა ღი­რე­ბუ­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს და­ლა­გე­ბის საქ­მე­ში თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის მხარ­და­ჭე­რის იმე­დი გვაქვს. გა­სა­ხა­რია, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ბიზ­ნე­სი და ორ­გა­ნი­ზა­ცია გვიდ­გე­ბა გვერ­დით, ვი­საც რო­გორ შე­უძ­ლია. ეს მხარ­და­ჭე­რა იზ­რდე­ბა.

- სი­ტყვა „სა­და­გი“ - კვი­რის დღეს ნიშ­ნავს, რა­ტომ აირ­ჩი­ეთ ეს სა­ხელ­წო­დე­ბა თქვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის?

სა­ხელ­წო­დე­ბა „სა­და­გი“ - ჩვენს ძვირ­ფას წევ­რს, მწე­რალ დათო ტუ­რაშ­ვილს ეკუთ­ვნის და რო­გორც კვი­რის დღეს ნიშ­ნავს, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს დამ­ლა­გე­ბელ­თა გილ­დი­ის აბ­რე­ვი­ა­ტუ­რაა. ჩვე­ნი გილ­დია 50-ზე მეტ წევ­რს ით­ვლის მათ შო­რის არი­ან მომ­ღე­რა­ლი ქეთი მე­ლუა, მო­რაგ­ბე ილია ზედ­გი­ნი­ძე, ენერ­გე­ტი­კო­სი ლუკა ჩა­ჩი­ბა­ია და ბევ­რი თა­ვის საქ­მე­ში და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და ბუ­ნე­ბის ქო­მა­გი.

ბა­კუ­რი­ა­ნის და­ლა­გე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის იდეა სა­ი­დან გაჩ­ნდა?

ფეს­ტი­ვა­ლის იდე­ის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო იყო შარ­შან ორი დღის მან­ძილ­ზე გუ­და­ურ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნე­სის მიწ­ვე­ვით და ხელ­შე­წყო­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და­ლა­გე­ბა. მა­შინ, მო­ხა­ლი­სე­ე­ბის ჯგუფ­მა გო­რი­დან და თბი­ლი­სი­დან სამი მთა და­ვა­ლა­გეთ და ორი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის სა­ბარ­გუ­ლი გა­ვავ­სეთ. თა­ვად და­ლა­გე­ბის პრო­ცე­სი, ჩვე­ნი მას­პინ­ძლე­ბის გუ­ლუხ­ვო­ბა და ერთი მიზ­ნით გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უზო­მოდ სა­სი­ა­მოვ­ნო იყო.

ჩვენ­მა წევ­რმა, ავ­სტრა­ლი­ელ­მა ბრეტ ლუ­ბენ­მა, რო­მე­ლიც გე­მის გა­დამ­დგა­რი კა­პი­ტა­ნია შე­მოგ­ვთა­ვა­ზა და­ლა­გე­ბის მო­წყო­ბა ბა­კუ­რი­ან­ში. სამი წლის წინ ბრე­ტი მო­ი­ხიბ­ლა ბა­კუ­რი­ა­ნის სი­ლა­მა­ზით და სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სახ­ლდა. მის­მა და­უ­ღა­ლავ­მა შრო­მამ, წვლი­ლი შე­ე­ტა­ნა ბა­კუ­რი­ა­ნის ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზის აღ­დგე­ნა­ში, გა­დაგ­ვა­წყვე­ტი­ნა და­ლა­გე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი მოგ­ვე­წყო მის და ბევ­რი ქარ­თვე­ლის საყ­ვა­რელ კუ­რორტ ბა­კუ­რი­ან­ში.

ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო უბ­რა­ლოდ, კარ­ზე კა­კუ­ნით და სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მე­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბით. სა­და­გის გუნ­დი ბა­კუ­რი­ან­ში ჩა­მო­ვე­დით და ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს ვთხო­ვეთ დახ­მა­რე­ბა. რო­გორც შარ­შან გუ­და­ურ­ში, წელს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, ბიზ­ნე­სი და ბა­კუ­რი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო სი­ხა­რუ­ლით ჩა­ებ­ნენ ფეს­ტი­ვა­ლის მო­წყო­ბა­ში. იდეა რამ­დე­ნი­მე მსხვილ ბიზ­ნეს­საც მო­ე­წო­ნა და ისი­ნი ფეს­ტი­ვა­ლის სპონ­სო­რე­ბი გახ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ, ბა­კუ­რი­ა­ნის და­ლა­გე­ბა­ში 400-ზე მეტი მო­ხა­ლი­სე ჩა­ერ­თო, თბი­ლი­სი­დან, გო­რი­დან, ბორ­ჯო­მი­დან და ბა­კუ­რი­ა­ნი­დან. მარ­თა­ლია დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ ქვეყ­ნის შვი­ლე­ბი ვართ, უცხო­ე­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბიც მრავ­ლად შე­მოგ­ვეშ­ველ­ნენ.

-და­ლა­გე­ბის გარ­და, სხვა რა აქ­ტი­ვო­ბე­ბი გქონ­დათ ფეს­ტი­ვალ­ზე?

სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­ხა­ლი­სე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რებს დას­წრე­ბოდ­ნენ მწე­რალ დათო ტუ­რაშ­ვილ­თან და დოქ­ტორ გივი კუ­პა­ტა­ძეს­თან, მო­ეს­მი­ნათ მუ­სი­კა- ჯგუფ The Jetbird-ის, ნი­ნუ­ცა გა­ბი­სო­ნი­ა­სა და ბაჩი ვა­ლიშ­ვი­ლის შეს­რუ­ლე­ბით.

ფეს­ტი­ვა­ლის მე­სა­მე დღე მთლი­ა­ნად და­ეთ­მო ბავ­შვებს, დაბა ბა­კუ­რი­ა­ნის და ან­დე­ზი­ტის სკო­ლის 40-ამდე მოს­წავ­ლე შეხ­ვდა დათო ტუ­რაშ­ვი­ლის და keep Georgia Tidy-ის წარ­მო­მად­გე­ნელ თაკო რო­დო­ნა­ი­ას. ბავ­შვებ­მა მო­ის­მი­ნეს სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია და რჩე­ვე­ბი გა­რე­მოს დაც­ვის შე­სა­ხებ და ბა­კუ­რი­ა­ნიც ხა­ლი­სი­ა­ნად და­ა­სუფ­თა­ვეს.

ფეს­ტი­ვა­ლის შე­დე­გებს რო­გორ შე­ა­ჯა­მებ­დით?

ღო­ნის­ძი­ე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა ცა­მეტ­მა სპონ­სორ­მა კომ­პა­ნი­ამ და შვიდ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ. ღო­ნის­ძი­ე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი იყო სა­ინ­ვეს­ტი­ციო ჯგუ­ფი Wondernet Express. ოქ­როს სპონ­სო­რე­ბი იყ­ვნენ: კოხ­ტა მი­ტარ­ბი, თე­გე­ტა მო­ტორ­სი, თე­გე­ტა გრინ პლა­ნე­ტი, პა­ლიტ­რა ჰოლ­დინ­გი, პარ­ვუს კონ­სალ­ტინ­გი, არ­ჩე­ვა­ნი, კრის­ტა­ლი, ბა­კუ­რი­ა­ნი ინნი და დიდ­ვე­ლი გა­ლე­რეა. სპონ­სო­რე­ბი - ფი­ნან­სუ­რი ბი­უ­რო, წყა­ლი ბა­კუ­რი­ა­ნი, თე­ლი­ა­ნი ველი და თბილ­ღვი­ნო. მხარ­დამ­ჭე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი - ბა­კუ­რი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო, პროკ­რე­დიტ ბან­კი 44 მო­ხა­ლი­სით, FinBureau 77 მო­ხა­ლი­სით, ამე­რი­კის სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტა, Keep Georgia Tidy, ბა­კუ­რი­ა­ნის სკო­ლა და ან­დე­ზი­ტის სკო­ლა.

და­სუფ­თა­ვე­ბის შე­დე­გე­ბი კი ასე­თია : ჩვენ შე­ვაგ­რო­ვეთ 52, 000 ლიტ­რი ნარ­ჩე­ნი, სამ­შე­ნებ­ლო ნარ­ჩე­ნის გარ­და, რო­გო­რი­ცაა ლი­თო­ნის და ხის გი­სო­სე­ბი. ასე­ვე მრავ­ლად შეგ­როვ­და მსუ­ბუ­ქი და სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვე­ბი, რო­მელ­თა გა­და­მუ­შა­ვე­ბა­ზე იზ­რუ­ნებს ჩვე­ნი ოქ­როს სპონ­სო­რი „თე­გე­ტა გრინ პლა­ნეტ“.