ნაყინის ბაზარზე კონკურენცია იზრდება, ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი სეზონის მოახლოებასთან ერთად ხდება. ბოლო პერიოდში ქართულ ბაზარზე აქტიურად გამოჩნდა იტალიური ნაყინის მწარმოებელი არაერთი კომპანია, რომლებმაც კონკურენციის მიუხედავად თავისი ნიშა უკვე დაიკავეს.

ჯეჯელატოსდაფუძნებული და დირექტორი მარიამ უჩანეიშვილიკომერსანტთან“ საქართველოში ნაყინის ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე საუბრობს.

ქართული ნაყინის ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია, თუმცა ჩვენ იტალიური ჯელატოს მწარმოებლები ვართ, პროდუქციაც იტალიიდან შემოგვაქვს და რაც მთავარია უგლუტენო ნაყინს ვაწარმოებთ. ნამდვილი იტალიური უგლუტენო ნაყინის მწარმოებელი საქართველოში არ არის, შესაბამისად ჩვენი ნიშა გვაქვს და კონკურენტებისგან ამით გამოვირჩევით.

ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია იტალიური და ე.წ. პლომბირის ნაყინი, განსხვავება მათ შორის ძირითადად წარმოების კუთხით არის, თუმცა ნამდვილი იტალიური ჯელატოს მწარმოებელი ძალიან მცირეა.

ჩვენი ნაყინი განსხვავდება ბაზარზე არსებული პროდუქციისგან იმით, რომ 100%-ით იტალიურ ინგრედიენტებზე მზადდება და მაღალი ხარისხია, რაც დამოკიდებულია იმასთან, რომ ექსკლუზიურად ვთანამშრომლობთ იტალიაში ნომერ პირველ კომპანიასთან, რომელიც იტალიური ნაყინების მწარმოებელია, რაც ჩვენი ხარისხის გარანტია. ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ნაყინი გლუტენის გარეშეა და ეს კონკურენტებისგან გამოგვარჩევს“, - ამბობს მარიამ უჩანეიშვილი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას „ჯეჯელატოს“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა კაფე-რესტორანთან, იმისთვის რომ მოხდეს ნაყინის რამდენიმე ობიექტში განთავსება. მისი თქმით, მიუხედავად პროდუქციის გაძვირებისა, კომპანია ნაყინის ფასის ზრდას არ გეგმავს.

შპს ჯეჯელატო 2019 წელს არის დაფუძნებულისანაყინე ჯეჯელატო 4 ფილიალს ფლობს, ჭავჭავაძისა და პეკინის გამზირზე, ასევეგალერია თბილისშიდათბილისი მოლში“. სანაყინე მომხმარებელს იტალიური ტექნოლოგიით დამზადებულ 30-მდე სახეობისნაყინს სთავაზობს.