ელექტროსადგურების დეველოპერმა კომპანიამ - „მზიანი ველი“  2024 წელს  2985 კილოვატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები განათავსა.

„მზიანი ველის“ დირექტორის, ნიკა ბარიშვილის ინფორმაციით, დღეს არსებული მდგომარეობით მზის ელექტროსადგურების 90%-ზე მეტი კომერციულ ობიექტებზე მოდის. მისივე განმარტებით, ამის მიზეზი ძირითად შემთხვევაში ელექტროენერგიის ტარიფის სხვაობაა - ბიზნეს სექტორი გაცილებით ძვირს იხდის ელექტროენერგიაში.

„ფასები განისაზღვრება სადგურის სიმძლავრის მიხედვით ამ ეტაპზე მზის ელექტროსადგურის აშენება დიდი სადგურის შემთხვევაში ერთი კილოვატი 400-500$-ის ფარგლებშია, პატარა სადგურის შემთხვევაში 500-600$-ის ფარგლებში. მოცემული ფასი მოიცავს სრულ სადგურს, მონტაჟს, ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ მონიტორინგსა და 3 წლიან სერვისის გარანტიას ჩვენი კომპანიის შემთხვევაში. პროდუქციის მიმართულებით ვთანამშრომლობთ მზის პანელების მწარმოებელ მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კომპანია Trina Solar-თან, ასევე Longi-სა და JA Solar-თან,“ - განმარტა ნიკა ბარიშვილმა.

მიმდინარე წელს „მზიანი ველის“ მიერ განხორციელებული პროექტებს შორისაა:

522 კვტ. სიმძლავრის სადგური საწარმო „კოლორ ჯგუფის“ სახურავზე, რომელიც წელიწადში 620 მგვტ. ენერგიას გამოიმუშავებს;

500 კვტ სიმძლავრის სადგური „კრიალას“ საწარმო, რომელიც წელიწადში 650 მგვტ. ენერგიას გამოიმუშავებს;

გორში განხორციელებული სამი 36 კვტ. სიმძლავრის სადგური, რომელიც წელიწადში 42 მგვტ. ენერგიას გამოიმუშავებს;

თბილისში, კერძო სახლის სახურავზე განთავსებული 23 კვტ. სიმძლავრის სადგური, რომელიც წელიწადში 28 მგვტ. ენერგიას გამოიმუშავებს;

15 კვტ. სიმძლავრის სადგური ქუთაისში, რომელიც წელიწადში 18 მგვტ. ენერგიას გამოიმუშავებს;

1020 კვტ-იანი სადგური კომპანია „პოლიგრაფჰაბის“ 12 განსხვავებულ სახურავზე. სადგურის მონტაჟისას „მზიანმა ველმა“ Trina Solar-ის სრულად შავი მზის პანელები გამოიყენა, რომელიც დიზაინსა და ეფექტურობაში ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. სადგური ყოველწლიურად 1350 მგვტ. ენერგიას გამოიმუშავებს.

წყარო: ipn.ge