„პარი სენ-ჟერმენმა“ „ანჟერთან“ სტუმრად გასამართ შეხვედრამდე იმ მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც მატჩისთვის ემზადებიან, მაგრამ ამ სიაში ხვიჩა კვარაცხელია არ არის.

Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველი ტურის მატჩს „ანჟერთან“ კუნთზე მცირე დისკომფორტის გამო გამოტოვებს:

„კვარაცხელია „ანჟერთან“ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ საგანგაშო არაფერია – თამაშის შემდეგ პსჟ-ს ორდღიანი დასვენება ექნება და ორშაბათიდან ხვიჩა გუნდთან ერთად ვარჯიშს სრული დატვირთვით დაიწყებს. კლუბმა წინასასეზონო შეკრება ვერ გაიარა, პსჟ-ს არ სურს ხანგრძლივი სეზონის ფონზე, ფეხბურთელის ჯანმრთელობით გარისკოს – სამწვრთნელო შტაბმა ხვიჩა კვარაცხელიას „ანჟერთან“ დასვენების გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო“, – წერს Geo Team-ი.

1tv.ge