საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა აზერბაიჯანული კომპანია Socar Gas-ისთვის დასავლეთ საქართველოს რეგიონებში რამდენიმე ათეული გაზსადენის პირდაპირი წესით მიყიდვის გადაწყვეტილებას.
შესაბამის განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 2 დეკემბერს მოაწერა, სადაც საუბარია 19,8 მლნ ლარად ($7 მლნ.) იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ჯამში 41 გაზსადენის პრივატიზებაზე.
პროცესი გათვლილია 17 წელზე, ხოლო სახელმწიფოსთვის თანხის გადახდა 2032 წლიდან დაიწყება.
შეთანხმებული განრიგის თანახმად, „სოკარი“ სახელმწიფოს 10 წლის განმავლობაში ყოველწიურად 2 მლნ ლარს გადაუხდის.
ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR საქართველოს ნავთობისა და გაზის ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. კომპანიათა ჯგუფი SOCAR Gas ბუნებრივი აირით საქართველოს მასშტაბით 851 ათასზე მეტ აბონენტს უზრუნველყოფს.