„მოზაიკა“, კრეატიული საკომუნიკაციო სააგენტოა რომელიც 2008 წელს დაარსდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

მოზაიკას მომსახურება მოიცავს, შემდეგ სერვისებს: კრეატიულ კამპანიებს, სტრატეგიულ და ვიზუალურ ბრენდინგს, ვიდეო ფროდაქშენს, კორპორატიულ პრომო საჩუქრებს, ღონისძიების მენეჯმენტსა და დიჯითალ მარკეტინგს.

აღსანიშნავია, რომ დღეს მოზაიკა სთავაზობს დამკვეთებს სრულ სარეკლამო მომსახურებას და ქმნის კრეატიულ პროექტებს, რომლებსაც რეალური შედეგი მოაქვთ ბრენდებისთვის.  კომპანიის სლოგანია „წარმოიდგინე წარმოუდგენელი“.

კომპანიაში დასაქმებულია 60 კაციანი პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ემსახურება 100-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებელს. 5000-ზე მეტი წარმატებული პროექტისა და საერთაშორისო ჯილდოების მიღების შემდეგ, მოზაიკა აგრძელებს უწყვეტ წინსვლას და შემოქმედებითი ინდუსტრიის სფეროში ქმნის ინოვაციურ, დასამახსოვრებელ და შედეგზე ორიენტირებულ კამპანიებს.

„მივესალმებით „მოზაიკის“ მენეჯმენტს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. კომპანიამ 18 წლიანი ისტორიის მანძილზე შეძლო ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან საკომუნიკაციო სააგენტოდ დაემკვიდრებინა თავი. მოხარულნი ვართ, რომ ასეთი ისტორიისა და გამოცდილების მქონე კომპანია შემოუერთდა BAG-ის და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და პროდუქტიული იქნება“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.