პირველი ასოციაცია, რომელიც აუზთან მიჩნდება, ფრანგი რეჟისორის - ჟაკ დერეს ფილმი „აუზია“. ფილმი სენ-ტროპეშია გადაღებული და მასში ფრანგული კინოს ყველა დროის ულამაზესი ვარსკვლავები - ალენ დელონი, რომი შნაიდერი, ჯეინ ბირკინი და მორის რენე თამაშობენ. ფილმის სიუჟეტის ცენტრი აუზია, სადაც ყველაზე ლამაზი - ბანაობის, ყავის სმის, მზეზე ნებივრობის სცენებია გადაღებული. უყურებ და ყველაფერი გინდა რასაც ხედავ, მზე, ზაფხული, სენ-ტროპე, აუზი, გარუჯვა, ყავის სწორედ ისეთი ჭიქით დალევა, რომლითაც ფილმის გმირები სვამენ... მთელი ფილმის მოყოლას არ ვაპირებ, თუ ჯერ არ გინახავთ, გირჩევთ, რომ აუცილებლად ნახოთ.
აუზი ყოველთვის ფუფუნებასთან იყო დაკავშირებული. ხელოვნურ აუზებს აშენებდნენ ძველი ბერძნები და რომაელები 20 საუკუნის წინ, იმპერატორებს ცხელი წყლის აუზებიც ჰქონდეთ, სადაც ალბათ ისინიც ისევე ნებივრობდნენ, როგორც ალენ დელონი და რომი შნაიდერი სენ-ტროპეში. ძველ აუზებსაც ჰქონდა კიბეები და რთავდნენ და აპირკეთებდნენ ძვირფასი ქვებით, ზოგს სპორტული ვარჯიშებისთვის იყენებდნენ, ზოგს პირადი მოხმარებისთვის და ზოგს დეკორატიული დანიშნულებისთვის.
მაშინ, როცა სენ-ტროპემდე და ზაფხულამდე შორია, ისღა დაგვრჩენია იდეალური შვებულება დავგეგმოთ. აუზიანი სახლი და აგარაკი თუ არ გაქვთ, ამაზე ნერვიულობა არ ღირს. სახლიდან გაუსვლელად, ონლაინაც შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი ფორმის, ზომისა და ხარისხის აუზი, ცალკეა აუზები ბავშვებისთვის, სპა-ჯაკუზები უფროსებისთვის, რომელიც 1000 ლიტრ წყალს იტევს და 6 ზრდასრულზეა გათვლილი.
მეტი კომფორტისა და სიამოვნებისთვის დაგჭირდებათ ფერადი გასაბერი ლეიბები, ბავშვებისთვის - სათამაშოები და ფერადი გასაბერი ჟილეტები;
გასაბერი აუზში შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. აუზის ჩანჩქერი, რომელიც ელემენტებზე მუშაობს და ერთდროულად აუზის განათების და წყლის ჭავლის დინების ფუნქციაც აქვს;
იმისათვის, რომ აუზს ღამე თავისი განათება ჰქონდეს, გარე კონსტრუქციაზე აუზის მაგნიტური განათების დამაგრებაა შესაძლებელი;
კიდევ ერთი აქსესუარი - აუზის კიბეა, რომელიც სასურველია კოროზიისადმი მდგრადი მეტალისგან იყოს დამზადებული.
ერთია დასვენება, კომფორტი და სიამოვნება და მეორე - იმაზე ზრუნვა და მოვლა, რაც ამ კომფორტს გვიქმნის. პირადი ჰიგიენისა და ზოგადად აუზის სისუფთავისთვის აუზის აქსესუარები - ფილტრი და წყლის სადეზინფექციო და საწმენდი საშუალებები დაგჭირდებათ, რომლის გამოყენებისას ეტიკეტზე მითითებული უსაფრთხოების ნორმების დაცვაა აუცილებელია.
სასიამოვნო უქმეებს და შვებულებას გისურვებთ!