მიკრობანკი „კრისტალი“ აგრძელებს თანამედროვე ფინანსური პროდუქტების განვითარებას. ამჯერად, კომპანიამ ბაზარზე ახალი პროდუქტი წარადგინა და მომხმარებლებს Mastercard-ის პლასტიკური ბარათები შესთავაზა.

ამით „კრისტალი“ აფართოებს საბანკო სერვისების და საბანკო გადარიცხვებისა და დეპოზიტების დანერგვის შემდეგ, მომხმარებლებს Mastercard-ის ბარათებით გადახდის ახალ შესაძლებლობას აძლევს. მომხმარებელს უკვე შეუძლია ისარგებლოს თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული გადახდებით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

“პლასტიკური ბარათების დანერგვით ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისკენ, რომ მომხმარებლებს სრულფასოვანი საბანკო მომსახურება შევთავაზოთ, რომელიც იქნება სწრაფი, მოქნილი და უსაფრთხო. ამასთან, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ელექტრონული გადახდების კულტურის განვითარებას საქართველოში,“ - აღნიშნავს მიკრობანკი „კრისტალის“ გენერალური დირექტორი, ილია რევია.

კრისტალის ახალი პროდუქტი - Mastercard-ის სადებეტო ბარათები კრისტალმა მომხმარებელს ორი სახით შესთავაზა: სტანდარტი და გოლდი, რომლებიც მომხმარებელთა სხვადასხვა საჭიროებებსა და პრიორიტეტებს მოერგება.

• •სტანდარტი - უზრუნველყოფს ყოველდღიური გადახდებისა და საბაზისო მომსახურების სრულ სპექტრს.

• •გოლდი - გაზრდილი ლიმიტები, აქციების დროს სპეციალური შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში, რაც მომხმარებლებს აძლევს მეტ თავისუფლებასა და კომფორტს ფინანსურ ოპერაციებში.

ორივე ტიპის ბარათის მფლობელებს შეუძლიათ გადახდა ნებისმიერი ბანკის პოსტერმინალზე საკომისიოს გარეშე, ასევე თანხის განაღდება ნებისმიერი ბანკომატიდან.

ბარათი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის, რომელთაც გახსნილი აქვთ ანგარიში მიკრობანკ „კრისტალში“. განაცხადის წარდგენა კრისტალის ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.

კომპანია განსაკუთრებით აქცენტს აკეთებს ციფრული გადახდების კულტურის პოპულარიზაციაზე და მომხმარებლებს მოუწოდებს, ყოველდღიურ ფინანსურ საქმიანობაში უფრო მეტად ისარგებლონ ბარათით გადახდის უპირატესობებით, რაც გულისხმობს უსაფრთხოებას, სისწრაფესა და კომფორტს.

დამატებითი ინფორმაციისთვის მომხმარებლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ „კრისტალის“ ქოლცენტრს ან ეწვიონ უახლოეს ფილიალს.

მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.