25 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, საგამოფენო ცენტრმა ექპო ჯორჯიამ, სამშენებლო სექტორის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას,  Caucasus Build 2025-ს უმასპინძლა. აღნიშნულ ღონისძიებაში საერთაშორისო ბრენდი „მიდეა“, უკვე მეორე წელია მონაწილეობს. წლევანდელ გამოფენაზე მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა ბრენდის სრულ პროდუქციას, მათ შორის გათბობა გაგრილების სისტემებს, სამზარეულოს ტექნიკას და სხვა თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნოლოგიებს და ადგილზე გაცნობოდნენ მიდეა საქართველოს სიახლეები და პროდუქციის მახასიათებლები. ექსპო ჯორჯიაში  გამართულ გამოფენაზე წელს „მიდეამ“ გათბობა გაგრილების სისტემები, სამზარეულოს და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა წარადგინა.

კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ნინო ჭიღვარია „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მიდეა საქართველოს მიზანია, რომ კომპანიის სახელი საქართველოში ასოცირდებოდეს სანდოობასთან ხარისხთან და ინოვაციურობასთან.

ადგილზე  წარვადგინეთ სარეცხი მანქანა ინოვაციური ფუნქციით, რომელიც სამოსის ცხოველის ბეწვისგან გათავისუფლებას გულისხმობს, ეს განსაკუთრებით საინტერესო  ფუნქცია მათთვის  ვისაც  სახლში შინაური  ცხოველი ჰყავს.

ასევე გამოფენაზე წარვადგინეთ კონდიციონერიგაია“, რომელსაც სახლში გარედან შემოაქვს ჟანგბადით სავსე ჰაერი და ასუფთავებს ოთახის ჰაერს. ასევე გამოფენაზე  წარდგენილი გვქონდა კონდიციონერი ცვლადი პანელებით, რომელიც ყველა ტიპის ინტერიერს იდეალურად ერგება“ - აღნიშნა ნინო ჭიღვარიამ

40 წლიანი გამოცდილების ფარგლებში მიდეა წარმოადგენს მსოფლიოს N1 ბრენდს საყოფაცხოვრებო ინვერტორული კონდიციონერების მიმართულებით და მომხმარებელს სთავაზობს, მის ინტერესებზე მორგებულ ყველაზე ფართო ასორტიმენტს 5 წლიანი სრული გარანტიით.

კონდიციონერებთან ერთად, მომხმარებელი  მიდეაში სხვა კლიმატურ ტექნიკასაც შეხვდება, მაგალითად გათბობის ქვაბს, გაზისა და დენის წყლის გამაცხელებლებს, ასევე ტენის ამომშრობებს. Midea წარმოგიდგენთ ჭკვიან სამზარეულოს სისტემას - ტექნოლოგიას, რომელიც მომხმარებლის ყოველდღიურობას ამარტივებს. ბრენდის ჩასაშენებელი ტექნიკა კი გამორჩეულია ფუნქციურობით და თანამედროვე დიზაინით.

ღონისძიების ფარგლებში  გამოფენაზე მოსულ  მომხმარებელს ჰქონდათ  Midea-ს ტექნიკის სპეციალისტებს გასაუბრებოდნენ და პროდუქციის მახასიათებლებისა და შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია  ადგილზე მიეღოთ.

მიდეა საქართველოს კომერციული დირექტორი ლელა ყიფიანი აღნიშნავს, რომ ბრენდი წლიდან წლამდე სხვადასხვა კატეგორიების მიმართულებით  ავითარებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთობლიობას, იქნება ეს გათბობა გაგრილების სისტემები, მაცივრები,  ჭურჭლის სარეცხი მანქანები ჩასაშენებელი  ტექნიკა თუ სხვა წვრილმანი კატეგორიის  ტექნიკა.

„მიდეა არის მსოფლიო  კლასის ბრენდი, რომელიც  გამორჩეულია ტექნოლოგიურად  მზარდი და  დახვეწილი დიზაინით, ტექნოლოგიური მახასიათებლების უპირატესობით, და დახვეწილი დიზაინით. ასევე  ორიენტირებულია რომ მომხმარებლისთვის ტექნიკის ხელმისაწვდომობა  გახადოს  მარტივი და  კომფორტული.

კომპანია  დღეის  მდგომარეობით წარმოდგენილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის  დარგში საცალო სავაჭრო  ქსელებთან და ჰიპერმარკეტებთან , ასევე სხვადასხვა სამშენებლო და კორპორატიულ მომხმარებლებთან. ბოლო 6 თვის მანძილზე  კომპანიამ თბილისსა და ბათუმში  ორი, სრულიად  ახალი კონცეფციის შოურუმი  გახსნა. ასევე, გასულ თვეს,  სტანდარტიზებული სერვისცენტრი თბილისის შემდეგ უკვე  ბათუმშიც,  რომელიც მომხმარებელს  მოემსახურება ორიგინალი ნაწილებით.“ - აღნიშნა ლელა ყიფიანმა.

კომპანიის შესახებ:

შპს ემტექნიკსი ბრენდ მიდეას - „Midea Group”-ის გათბობა-გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსკლუზიური დისტრიბუტორია 2007 წლიდან.
2013 წლიდან ბაზარზე ოპერირებს შპს ემტექნიკსი-ის სახელით და დღესდღეობით არის ერთ-ერთი ლიდერი დისტრიბუტორი კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომპანია თბილისსა და ბათუმში წარმოდგენილია ახალი კონცეფციის შოურუმებით, რეგიონების მასშტაბით კი არაერთი ბრენდირებული მაღაზიით. კომპანიას ასევე გააჩნია ავტორიზებული სერვის ცენტრი და ემსახურება მომხმარებელს ორიგინალი ნაწილებით თბილისსა და ბათუმში.

გათბობა-გაგრილების სისტემებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია - მიდეა, ორიენტირებულია შექმნას დახვეწილი, ინოვაციური და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ტექნიკა.

Midea მოწოდებულია ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, კომპანია ყოველთვის ცდილობს ყურადღება გაამახვილოს ინოვაციურ პროდუქტების და მომსახურების გაუმჯობესებაზე, რათა მომხმარებლის ცხოვრება უფრო კომფორტული და სასიამოვნო გახადოს.