McDonald's-მა რუსეთის ფედერაციაში სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნით "როსპატენტს" მიმართა.

ამას ადასტურებს "როსპატეტნტის" ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემებიც, რომელიც აჩვენებს, რომ განაცხადი 2024 წლის 28 დეკემბერს იყო წარდგენილი, თუმცა მხოლოდ 2025 წელს გამოქვეყნდა. განაცხადის განხილვა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო.

კომპანიამ ასევე გაგზავნა პატენტის მოთხოვნები Big Mac-ისთვის, MacAuto-სთვის და McFlurry-სთვისაც.

კორპორაცია სურს სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია საკვებისა და სასმელების წარმოებისა და გაყიდვის, რესტორნების მომსახურების მიწოდებისა და საკვების მიტანის სერვისებისთვის.

გაკეთდა 50-მდე განაცხადი, მათ შორის სასმელებისა და კერძების დასახელებების დაპატენტებაზე.

როგორც სპეციალისტები აშშ-დან განმარტავენ, ამგვარად “მაკდონალდსი” ახანგრძლივებს საკუთარი სავაჭრო ნიშნების პატენტს რუსეთში, რათა დაიცვას ინტელექტუალური საკუთრება და აღკვეთოს ამ ნიშნების არასანქცირებული გამოყენება.

რუსი ექსპერტები ეჭვობენ, რომ საერთაშორისო ბრენდებს რუსულ ბაზარზე დაბრუნება სურთ და ამის მაგალითად საავტომობილო სფეროში გაჩენილ ინტერესს ასახელებენ. მაგალითად, ფრანგულმა ავტომწარმოებელმა „რენომ“ რუსეთის ბაზარზე დაბრუნება არ გამორიცხა.როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლუკა დე მეომ განაცხადა, „ავტოვაზის“ საკონტროლო პაკეტის გამოსყიდვა პრიორიტეტი არ არის, მაგრამ ფრანგული ბრენდის მენეჯმენტი ღიაა ბიზნეს შესაძლებლობების განსახილველად..

ფრანგულმა მწარმოებელმა თავისი რუსული ბიზნესი და AvtoVAZ-ში თავისი წილი (დაახლოებით 68%) თითქმის სამი წლის წინ, 2022 წლის მაისში გაყიდა. ამავდროულად, კომპანიას აქვს "ოფცია", რომ ექვსი წლის განმავლობაში უკან გამოისყიდოს თავისი წილი. ფრანგული ავტომწარმოებლის აღმასრულებელმა დირექტორმა გაიხსენა, რომ როდესაც Renault-მ რუსეთის ფედერაცია დატოვა, მისი აქციები სულ რაღაც ორ კვირაში 30-35%-ით დაეცა.

ფრენჩაიზის ბაზრის ექსპერტი, Businessmens.ru-ს თანადამფუძნებელი იური ბოგომოლოვი (20205 წლის 23 თებერვალს განაცხადა) ამბობს, რომ აქტიურად განიხილება ამერიკული ბრენდების რუსეთის ბაზარზე დაბრუნება. ექსპერტის აზრით, Starbucks, Levi's, Nike, Calvin Klein და Tommy Hilfiger შესაძლოა პირველები დაბრუნდნენ. მათ შორის მოიაზრება  Dunkin' Donuts-იც, თუმცა რუ ექსპერტსს ყველაზე მეტი ეჭვი McDonald's-ის დაბრუნებასთან დაკავშირებით აქვს. სპეციალისტი თითქმის დარწმუნებულია, რომ კომპანია, სავარაუდოდ, ბაზარზე ხელახლა შესვლას შეეცდება.

შეგახსენებთ, ამერიკული სწრაფი კვების რესტორანი „მაკდონალდსი“ რუსეთიდან 2022 წლის მაისში გავიდა. გადაწყვეტილება ამერიკულმა კომპანიამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის გამო მიიღო.

რუსეთში „მაკდონალდსის“ ქსელში 62 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო იმ საწარმოებში, რომლებიც რესტორანს ამარაგებდა 100 000 მოქალაქე მუშაობდა.

სტუმარმასპინძლობის და კვების ინდუსტრიის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია McDonald’s-ის ბიზნესი და აქტივები ციმბირელმა ნავთობ-მაგნატმა, ალექსანდრ გოვორმა შეიძინა. რუსმა მილიარდერმა McDonald’s-ის ობიექტებში განაგრძო სარესტორნო საქმიანობა, თუმცა, ახალი ბრენდის ქვეშ. მოსკოვში “მაკდონალდსის“ 15 ყოფილი რესტორანი გაიხსნა სახელწოდებით “ვკუსნო ი ტოჩკა".

„მაკდონალდსმა“ რუსეთის დედაქალაქში პირველი რესტორანი 1990 წლის 31 იანვარს გახსნა.