ავტომობილის ყიდვა ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. თუ სტაბილური შემოსავალი გაქვს, მაგრამ ერთიან თანხას ვერ მოუყარე თავი, დროს და წლებს ნუ დაკარგავ.

დღეს ქვეყნის მასშტაბით უამრავი საფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც ადამიანებს ავტომობილის შეძენაში ეხმარება. გამონაკლისი ნურც შენ იქნები.

მთავარია შეარჩიო სასურველი მანქანა, გაიგო რა ჯდება მისი ჩამოყვანა ან ადგილზე შეძენა, დაიანგარიშო ხარჯები და ამის შემდეგ მოითხოვო ავტო სესხი.

დაიმტკიცე MBC-ის ავტო სესხი მარტივად

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC ერთ-ერთია იმ ფინანსურ ორგანიზაციათა შორის, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებლებზე.

მათი ავტო სესხი ნამდვილად სანდო და მოქნილი დაფინანსების მეთოდია, რაც საშუალებას გაძლევს, მოკლე დროში იყიდო შენთვის სასურველი მანქანა.

ამ კომპანიაში ავტო სესხებზე საკმაოდ მოქნილი პირობები გელოდება:

MBC ავტომობილის შეძენისთვის მაქსიმუმ 50 000 ლარს გასცემს.

სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა 72 თვეა. ეს საშუალებას გაძლევს სესხი მოარგო შენს ფინანსურ შესაძლებლობებს და აირჩიო სასურველი თვეების რაოდენობა.

განაცხადის შევსება შეგიძლია დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლია ადგილზე მიხვიდე.

სესხის მისაღებად გჭირდება მინიმალური დოკუმენტაცია, ხოლო განაცხადის განხილვა ხდება ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში.

MBC-ის ავტო სესხის უპირატესობები

MBC ავტო სესხს არაერთი უპირატესობა აქვს:

· ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კონკურენტული საპროცენტო განაკვეთია (ეფექტური 27,5%-დან).

· MBC-ში ავტო სესხებზე მოქნილი პირობებია, როგორც სესხის აღებისას, ისე დაფარვის პერიოდში. კომპანია საშუალებას გაძლევს სესხი მოარგო შენს ფინანსურ შესაძლებლობებს და აირჩიო სასურველი თვეების რაოდენობა.

· გაითვალისწინე, რაც უფრო მეტ თვეების რაოდენობას აირჩევ სესხის დასაფარად, მით ნაკლები თანხის გადახდა მოგიწევს ყოველთვიურად, თუმცა ამით იზრდება გადასახდელი თანხის მთლიანი მოცულობა. ნაკლებ თვეებზე განაწილებული სესხით უფრო ნაკლები თანხის გადახდა მოგიწევს.

· ემბისი ავტო სესხს გასცემს როგორც ახალი, ისე მეორადი ავტომობილის შემთხვევაში. აქაც სრული თავისუფლება გაქვს, რომ იყიდო მანქანა, რომელიც შეესაბამება შენს ფინანსურ მდგომარეობას და საჭიროებებს.

· სესხის დამტკიცება სწრაფად და ეფექტურად ხდება. კომპანიის წარმომადგენელი განაცხადის გადაგზავნიდან რამდენიმე წუთში დაგიკავშირდება. ემბისის ინტერესშია, რომ ოცნება რაც შეიძლება მალე აისრულო.

· MBC-ის პროფესიონალ ექსპერტთა ჯგუფი გაგიწევს დახმარებას და სესხის შესახებ არსებულ ყველა კითხვაზე ამომწურავად გიპასუხებს.

არ გადადო, დაიმტკიცე ავტო სესხი და იყიდე შენი ოცნების მანქანა.