Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი შეიქმნა 2024 წელსპროგრამა ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებშირომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

პროექტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობსრომ მისი მთავარი სამიზნე აუდიტორია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიასამცხე-ჯავახეთიქვემო ქართლიკახეთი და მაღალმთიანი აჭარაეს რეგიონები აწყდებიან მათი გარემოსთვის დამახასიათებელ უნიკალურ გამოწვევებსმათ შორის ენობრივ ბარიერებსკულტურულ თავისებურებებსა და ფინანსურ განათლებაზე შეზღუდულ წვდომასფინანსური განათლების პროგრამა კისწორედ ამ დაბრკოლებების გადალახვას ისახავს მიზნად.

ფინანსური განათლების პროექტში ლიბერთი ბანკი ჩაერთო და Mastercard-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. პროექტში ჩართულ მონაწილეებს ლიბერთი Mastercard-თან ერთად  სპეციალურად მათთვის შექმნილ საბანკო პროდუქტებს, ბიზნეს ბარათებსა და სხვადასხვა ბენეფიტებს სთავაზობს, ლიბერთის ექსპერტები კი ჩართულები არიან სალექციო პროცესში და მაქსიმალურად ზრუნავენ, მოწყვლად ჯგუფებს მიაწვდინონ ინფორმაცია ბიზნეს პროცესების გამარტივებისა და გაციფრულების შესახებ. 

2024 წლის ივნისიდან, Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი კახეთშიშემდეგ კი მაღალმთიან აჭარაში გაგრძელდებაამ რეგიონებშიპროექტი ქალი მეწარმეების გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებულიპარალელურადგამოიცემა ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე და ფინანსური განათლების მიღებაკიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდებაპროექტი 2024 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება და მთელი საქართველოს ტერიტორიას დაფარავს.