ბიზნესმენები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ფულის გათეთრების საქმეზე გამართლდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესმენების ადვოკატი ზვიად კორძაძე ავრცელებს. 

სასამართლოში დამთავრდა საკასაციო საჩივრების განხილვა, არ იქნა დასაშვებად მიჩნეული არც დაცვის და ბრალდების მხარის საჩივარი რაც იმას ნიშნავს რომ 5 წლიანი ეპოპეა ამ საქმეზე დასრულდა, დასრულდა იმ შედეგით რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ფულის გათეთრებაში იქნენ გამართლებული. ასევე ისინი არ იქნებიან და არ არიან ნასამართლევი.

მხოლოდ და მხოლოდ დარჩენილია ხანდაზმულობით გამართლებული თაღლითობის მუხლი, რომელსაც არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია და აღნიშნული ნაწილი ჩვენს მიერ აუცილებლად იქნება გასაჩივრებული იქნება სტრასბურგის სასამართლოში, სადაც საბოლოოდ დადგინდება რომ არც ამ ნაწილში ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ამ საკითხთან კავშირი არ აქვს“, - აღნიშნულია ადვოკატის განცხადებაში.