საგაზაფხულო სეზონი მიკრო და საშუალო ბიზნესისთვის წარმატებული აღმოჩნდა,- ამის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ხათუნა ჭელიძემ რადიო “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა.
ჭელიძის თქმით, მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით, “ლიბერთიმ” შეძლო ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება და მომხმარებლებისთვის დროული ფინანსური მხარდაჭერის შეთავაზება. განსაკუთრებით აქტიური სეზონი აგროსექტორისთვის წარმატებით დასრულდა კამპანია „გაზარდე“-ს ფარგლებში დაფინანსება ათასობით მცირე მეწარმემ მიიღო, წლევანდელმა შედეგებმა კი კომპანიის მოლოდინები სრულად გაამართლა.
„საგაზაფხულო სეზონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებული იყო, თუმცა გარემო ფაქტორები მიკრო და საშუალო ბიზნესის წარმატებაზე გავლენას ძალიან ახდენს. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ მოგვცა საშუალება სწრაფი რეაგირება გვქონდეს ყველაფერზე და გვერდით დავუდგეთ ჩვენ მომხმარებლებს, როცა მათ ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდებათ. ეს სეზონი განსაკუთრებით აქტიურია აგროსექტორისთვის და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ აქტიური მხარდაჭერით შევძელით ყველა საგაზაფხულო მიზანი შეგვესრულებინა.
ჩვენი კამპანიის - „გაზარდეს“ ფარგლებში უკვე ათასობით მცირე მეწარმე გვყავს დაფინანსებული აგრომიმართულებით. წლევანდელი მოლოდინებიც სრულად გამართლდა“,- აღნიშნა ხათუნა ჭელიძემ.
ბიზნესმიმართულება სტრატეგიულ პრიორიტეტად „ლიბერთიში” 2020 წლიდან იქცა, რომლის ფარგლებშიც ბანკმა გააუმჯობესა მომსახურების ხარისხი და დააჩქარა დაფინანსების პროცესი. ხათუნა ჭელიძის ინფორმაციით, კამპანია „გაზარდე“ წლის ბოლომდე გაგრძელდება და ბიზნესისა და აგროსექტორის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად უზრუნველყოფს.
„2020 წელს „ლიბერთი ბანკმა“ გადაწყვიტა, რომ ბიზნესმიმართულება გაეხადა სტრატეგიული მიმართულება, მანამდე ასეთი აქტიური არ იყო; ჩვენ კი შემოვიკრიბეთ 700-მდე პროფესიონალი, რომელთა მუშაობამაც ნამდვილად გაამართლა, ასევე, მნიშვნელოვანი იყო პროცესების ოპტიმიზაცია: დავიწყეთ მუშაობა მხარდაჭერის დეპარტამენტებთან და დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბაზრის ლიდერებს მომსახურების ხარისხსა და სისწრაფეში კონკურენციას ვუწევთ. უფრო კონკრეტულად, 50 ათას ლარამდე არაუზრუნველყოფილი სესხი ჩვენ შეგვიძლია 24 საათში კლიენტს ანგარიშზე დავუსვათ. დღეს ჩვენ გვაქვს ყველა ტიპის პროდუქტი, რომელიც ბიზნესმენსა და ფერმერს სჭირდება, გვაქვს სადაზღვევო პროდუქტები, ვთანამშრომლობთ თითქმის ყველა სადაზღვევო კომპანიასთან და მომხმარებლის არჩევანზეა დამოკიდებული რომელ მათგანს აირჩევს. ასევე, გვაქვს თანამშრომლობის შესაძლებლობა სახელმწიფო პროგრამებთან, რომლებიც ყოველწლიურად აახლებენ პროდუქტებს.
ჩვენს ბანკს შეუძლია მომხმარებელი ნებისმიერი ტიპის სამომხმარებლო მიზნით დააფინანსოს, იქნება ეს დასვენებისთვის, სწავლისთვის თუ სხვა. მთავარია მომხმარებელს ჰქონდეს შემოსავლები ბიზნესიდან ან აგრომეურნეობიდან და ჩვენ მათ გავუწევთ ფინანსურ მხარდაჭერას ნებისმიერი მიზნობრიობით. „გაზარდეს“ კამპანია კი წლის ბოლომდე გაგრძელდება“,- აღნიშნა „ლიბერთი ბანკის“ მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ხათუნა ჭელიძემ რადიო “კომერსანტის” ეთერში.