მიკრობანკმა “კრისტალმა” და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკმა (CEB) ხელი მოაწერეს 8 მილიონი ევროს სესხის ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მიკრომეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. მიღებული რესურსი ხელს შეუწყობს მეწარმეობის გაძლიერებას, მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას.
ეს პირველი თანამშრომლობაა „კრისტალსა“ და CEB-ს შორის და ხაზს უსვამს მათ საერთო მიზანს - მხარი დაუჭირონ ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას საქართველოში.
სესხი მოიცავს კრისტალის 50%-იან თანამონაწილეობას, რის შედეგადაც ქართველი მიკრომეწარმეების მხარდასაჭერად განკუთვნილი საერთო პორტფელი 16 მილიონ ევროს მიაღწევს. სესხის გარდა, ასევე გათვალისწინებულია CEB-ის ტექნიკური დახმარების კომპონენტი, რომელიც ხელს შეუწყობს “კრისტალის” ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და მისი გრძელვადიანი განვითარების მიზნების მიღწევას.
როგორც კრისტალის გენერალური დირექტორი ილია რევია აღნიშნავს: „ჩვენთვის საამაყოა, რომ ევროპის საბჭოს განვითარების ბანკთან პირველი გარიგება შედგა. ეს პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს მნიშვნელოვანი ახალი რესურსები მივმართოთ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად, რომლებიც ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტექნიკური დახმარების კომპონენტიც, რომელიც გააძლიერებს “კრისტალის” ინსტიტუციურ შესაძლებლობებს და საშუალებას მოგვცემს, მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი ღირებულება შევთავაზოთ.“
“გარიგება ხელს შეუწყობს უფრო ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკის შექმნას,” - აღნიშნავს კრისტიან ტაბაქარუ, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის საკრედიტო და სოციალური განვითარების დირექტორი. „მოხარულები ვართ, რომ მიკრობანკი კრისტალის გვერდიგვერდ, გავაძლიერებთ მიკრომეწარმეებს საქართველოში და შევქმნით ახალ შესაძლებლობებს ზრდისა და დასაქმებისთვის.“
მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:
„კრისტალი“ საქართველოში დაფუძნებული წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც სტაბილური ზრდითა და მყარი რეპუტაციით გამოირჩევა. 2025 წლის 12 თებერვალს კომპანიამ საქართველოს ეროვნულ ბანკისგან ოფიციალურად მიიღო მიკრობანკის ლიცენზია. 27-წლიანი გამოცდილებით, 571 მილიონ ლარზე მეტი სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1,000-ზე მეტი თანამშრომლითა და 100,000-ზე მეტი კლიენტით, “კრისტალი” განაგრძობს საქართველოს ფინანსურ სექტორში მოწინავე პოზიციის დაკავებას. კომპანიის სტრატეგიული პარტნიორები არიან წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: ir.crystal.ge
CEB-ის შესახებ:
ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (CEB) მრავალმხრივი განვითარების ბანკია, რომელსაც 43 წევრი ქვეყნისგან სოციალური საქმიანობის მანდატი აქვს. CEB-ი ახორციელებს ინვესტიციებს და უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას ისეთი სოციალური მიმართულებებით, როგორებიცაა განათლება, ჯანდაცვა და ხელმისაწვდომი საცხოვრებელი, ამასთან, აქცენტს აკეთებს მოწყვლადი ადამიანების საჭიროებებზე, ასევე კლიმატის ცვლილებასა და გარემოს სოციალურ ასპექტებზე.
CEB-ის მსესხებლებს შორის არიან მთავრობები, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებები, საჯარო და კერძო ბანკები, არაკომერციული ორგანიზაციები და სხვა სუბიექტები. CEB-ი, რომელსაც უმაღლესი „AAA“ საკრედიტო რეიტინგი აქვს, ფინანსდება საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებიდან. გარდა ამისა, თავისი საქმიანობისთვის CEB-ი დაფინანსებას დონორებისგან იღებს.
ეწვიეთ ბმულს: www.coebank.org