საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, მოსამართლეებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიმოიხილეს - კონკურენციის სამართალში არსებული შედეგები, გამოწვევები, საერთაშორისო პრაქტიკა და მიღებული გადაწყვეტილებები.

შეხვედრას მოქმედი მოსამართლეები, პარლამენტის წევრები, საქართველოში მოქმედი მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სემინარის მონაწილეებს, 2014 – 2022 წლებში, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შედეგები წარუდგინა. მისი განცხადებით,  აღნიშნულ პერიოდში, სააგენტომ დაასრულა 11 ბაზრის მონიტორინგი და 40 მოკვლევა. გასცა 23 თანხმობა ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით 88 რეკომენდაცია. მათ შორის: სახელმწიფო ხელისუფლების/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისადმი - 55,

2015-2022 წლებში, კონკურენციის თემაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე, სააგენტოს სასარგებლოდ,  13 სასამართლო დავა - 12 საქმეზე  დასრულდა, ხოლო  1 საქმე სააგენტოს ხელახალი შესწავლისთვის უკან დაუბრუნდა. ამ ეტაპზე, სააგენტოს მიერ მიღებულ 14 გადაწყვეტილებაზე, სხვადასხვა ინსტანციაში, მიმდინარე რეჟიმშია, 16 სასამართლო დავა. მათ შორის: დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაზე - 2 საქმე, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების ფაქტზე - 5 საქმე, სახელმწიფო უწყებების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტზე - 5 საქმე და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევაზე - 2 საქმე.