ჩინეთიდან ტვირთის ტრანსპორტირებაზე გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე,  საქართველოს სატრანზიტო ველი გაიზარდა. ბაზარზე ჩინეთის სახმელეთო ხაზის სერვის ოპერატორი, ახალი კომპანიები WORLDLOG და SILKPOST გამოჩნდნენ.

ცნობისათვის,  გადაზიდვა მხოლოდ სატვირთო ავტომობილებით ხორციელდება, რაც სატრანზიტო ვადას მინიმუმამდე შეამცირებს.

კომპანია SILK POST- 2020 წელს დაარსდა.  World logistics  2022 SILK POST და WORLDLOG  საერთაშორისო სახმელეთო ამანათებისა და მოცულობითი ტვირთების გადაზიდვას აწარმოებს.

SILK POST- ჩინეთიდან სახმელეთო ამანათების, WORLD LOG კი მოცულობითი ტვირთების გადაზიდვებს ახორციელებს.

კომპანიები მომხმარებლების ინტერესებზეა მორგებული: ჩინეთში ნივთის შეძენის პროცესი მათთვის გამარტივებულია, ფასები მათზეა მორგებული და ნებისმიერი სირთულის ამანათის და ტვირთის ტრანსპორტირება  სასურველ ლოკაციამდე ხდება.

SILK POST ფილიალები წარმოდგენილია: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში.

მომხმარებლებისთვის რომ უფრო კომფორტული იყოს სერვისი, საწყობები ჩინეთის ორ ქალაქში: გვანჯოუსა და ივუში გვაქვს, გადაზიდვებს საკუთარი მანქანებით  ვახორციელებთ. ჩვენი პრიორიტეტი სატრანზიტო ვადებია მომხმარებელი საქართველოში ამანათებსა და ტვირთებს იღებს ჩინეთის საწყობში მიტანიდან  20 დღეში, - აღნიშნავს  სილქ ფოსტის დირექტორი  რეზო რუხაძე.

ცნობისათვის, 2024 წლის მანძილზე  კომპანიებმა, ჩინეთიდან  თვეში  1 400 კუბამდე ტვირთები დაამუშავა, რაც იმას ნიშნავს, რომ თვეში ჩინეთიდან 14 მანქანა გამოდიოდა.

2024  წელს კლიენტების მოთხოვნიდან გამომდინარე,  კომპანიებმა  თურქეთის მიმართულებაც დაამატეს. საწყობები მდებარეობს სტამბოლში, ევროპულ და აზიურ მხარეში, რაც აძლევს მათ საშუალებას ბაზარზე ჰქონდეთ კონკურენტუნარიანი ტარიფები. აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან კვირაში  2 ნაკრები ტვირთებისა და ამანათების  მანქანა გამოდის. სატრანზიტო ვადა კი შეადგენს: 3-4 სამუშაო დღეს.

„საქართველოს  ხელსაყრელი სატრანსპორტო - გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. ამ მხრივ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით დიდი უპირატესობა გვაქვს. 2024 წელს ბაზარზე ტრანზიტულ ქვეყნებზე გაჩნდა მოთხოვნა. ესენია: აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი. ჩინეთიდან იმპორტირებული ტვირთები გავიტანეთ მეზობელ ქვეყნებში. განხორციელდა რამდენიმე მსხვილი პროექტი.  დაინტერესება  დიდია, მიმდინარეობს მოლაპარაკება სატრანსპორტო კომპანიებთან და უახლოეს პერიოდში მეზობელი ქვეყნების  სატრანსპორტო კომპანიებთან ერთად ჩვენ კიდევ ბევრ საინტერესო პროექტში ჩავერთვებით , - ამბობს  „ვორლდ ლოგისტიკსის“ დირექტორი ეკა დიღმელაშვილი.

ჩინეთიდან საქართველოში, სახმელეთო მიმართულებით WORLDLOG და SILKPOST დღეს  ლიდერ გადამზიდავ კომპანიებს წარმოადგენს.

2025 წელს კომპანიები, გზების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად სატრანზიტო დროის შემცირებას  გეგმავენ. ასევე, ზრდადი მოცულობიდან გამომდინარე, კვირაში რამდენიმე რეისი დაემატება. შესაბამისად, იმპორტიორები შეკვეთილი პროდუქციის  თბილისის საწყობებში მიღებას,  უფრო მალე შეძლებენ.

ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირება, კომპანიების მთავარი მიმართულებაა.

WORLDLOG-და SILK POST საერთაშორისო შერეული ტვირთების გადაზიდვებში სრული ლოგისტიკური მომსახურების ჯაჭვს წარმოადგენს. კლიენტი ერთ სივრცეში იღებს საერთაშორისო ტრანსპორტირების მომსახურებას, რომელიც დაფუძნებულია ოპერატიულობასა და სანდოობაზე. გათვალისწინებულია მომხმარებლის მიზნები, სურვილები, საჭიროებები და გამოიხატება შესაბამის მომსახურებაში.