ხელვაჩაურის მინიციპალიტეტში შპს „რანდის“ კუთვნილი უძრავი ქონება 2 მილიონ ლარად იყიდება.

არასასოფლო მიწა, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით სოფელი ახალშენის მეურნეობის 1-ელ ქუჩაზე, N 15-ში მდებარეობს. მიწის ფართობი 6520 მ²-ია, შენობის ფართი კი 4543 მ². ტერიტორია უზრუნველყოფილია წყლით და კანალიზაციით, ასევე ელექტრომომარაგებით.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიის მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმე (საქმე N2/2023-22), გაკოტრების რეჟიმით. გაკოტრების მმართველი გახლავთ გიორგი ბათლიძე. შესაბამისად, გაკოტრების მმართველი გაკოტრების საქმის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ელექტრონული აუქციონის საშუალებით ყიდის აღნიშნულ ქონებას.

ქონების მიმდინარე ფასი 1923990 ლარია, აუქციონი 27 ივლისს დაიწყო და 10 აგვისტოს დასრულდება.

შპს რანდი ავეჯის მწარმოებელი კომპანიაა.