Kan-Guroo - ეს არის პლატფორმა, რომელიც გვეხმარება არასწორი გადაწყვეტილებების თავიდან აცილებაში, - ასე ახასიათებს ინოვაციურ პლატფორმას Kan-Guroo-ს დამფუძნებელი ოთარ მელანაშვილი.

Kan-Guroo-ს შესახებ ოთარ მელანაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.

Kan-Guroo არის გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმა, რომელიც გვეხმარება არასწორი გადაწყვეტილებების თავიდან აცილებაში, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს სამომავლოდ როგორც ოჯახების წარუმატებლობაზე, ასევე, პირდაპირგავლენა აქვს ინსტიტუციებსა და სამსახურებზე,სწორი ტალანტები მოზიდვაზე.

ძალიან დიდი ქაოსია სოციალურ ქსელებში, ძალიან ბევრი პროგრამაა, თან ისეა მოცემული, ვერაფერს გაიგებ, რაც სტუდენტს გადაწყვეტილების მიღებაში ხელს უშლის. Kan-Guroo-ში ჩაშენებულია ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ფილტრავს კონკრეტული ადამიანის ინტერესებზე დაფუძნებით ბიუჯეტი იქნება, ქალაქი, ქვეყანა, ფაკულტეტი, ინტერესების სფერო და სთვაზობს მასზე მორგებულპროგრამებს“, - ამბობს ოთარ მელანაშვილი.