საქართველოში დამზადებული ბრჭყვიალა ღვინო - Istoria Wine ამერიკის ბაზარზე გასასვლელად ემზადება. როგორც კომპანიის დირექტორმა ნათია მამალაშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.

ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ ამერიკის გარდა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ევროპის ბაზარზე და შესაძლებელია, Istoria Wine-ს პროდუქცია ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც წელს გავიდეს.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს და მოთხოვნას - კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, Istoria Wine-ს გაყიდვები 2025 წელს რეკორდულად გაიზარდა, რაც ცნობადობის ზრდის პროპორციულია.

წარმოებაშია 8 ფერის სასმელი და ასევე, Istoria lux-ი, ანუ ღვინო ნამდვილი ოქროს ნაწილაკებით გვაქვს. ყველაზე მოთხოვნადი ფერი,წარმოების დაწყების დღიდან არის ვარდისფერი.

ამჟამად, მომხმარებლების 90% ქართველები არიან, თუმცა ეს მოცემულობა ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე შეიცვლება. ჩვენი მიმართულება ძირითადად სასაჩუქრეა, შეფუთვიდან გამომდინარე, თუმცა ძალიან ხშირად იყიდება უბრალოდ პირადი მოხმარებისთვის და საკოლექციოდ. ღვინო იყიდება როგორც ღვინის მაღაზიებში, ისე ონლაინ.

ღვინის მოწოდების კუთხით, ერთ-ერთ ქარხანასთან ვთანამშრომლობთ, რა თქმა უნდა, წარმადობა მოთხოვნასთან ერთად გაიზარდა.

ჩვენი მიზანია 2025 წლის ბოლომდე კიდევ გაიზარდოს გაყიდვები, ახლა უკვე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკაშიც”, - აცხადებს ნათია მამალაშვილი.

გარდა ამისა, კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ HoReCa სექტორიდან მაღალი დაინტერესებაა,თუმცა Istoria Wine-ს ინტერესის სფერო აღნიშნული მიმართულება არ არის. ამის მიუხედავად, ნათია მამალაშვილის თქმით, კომპანია რამდენიმე ობიექტთან მაინც თანამშრომლობს.

ცნობისთვის, საქართველოში ბრჭყვიალა ღვინის მწარმოებელი კომპანია - Istoria Wine 2 წლის წინ დაარსდა.

ბიზნესპარტნიორი