„ჩვენმა სუნამოებმა ძალიან გაამართლა და იმაზე მეტი შედეგი დადო ვიდრე შეიძლებოდა, რომ რაიმე სუნამოს დაედო,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ განუცხადა, მისი თქმით, სამომავლოდ კიდევ რამდენიმე არომატის წარმოება იგეგმება.
„ჩვენმა სუნამოებმა ძალიან გაამართლა და სამომავლოდ ახალი არომატების წარმოება იგეგმება, ნიშურ სუნამოებში იმაზე მეტი შედეგი დადო, ვიდრე შეიძლებოდა რაიმე სუნამოს დაედო, როგორც მოგეხსნებათ ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს ბაზარზეა წარმოდგენილი და როდესაც გავალთ ქვეყნის საზღვრებს გარეთ, დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან პოპულარული იქნება.
ახლა ევროპაში ვარ და მოლაპარაკებებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ვაწარმოებთ. როდესაც კოლექციას წარმოადგენ, ვერ გამოყოფ, რომელი არომატი ჯობია, მოთხოვნას თვითონ ბაზარი არეგულირებს, მაგალითად ის სუნამო, რომელიც თბილისშია პოპულარული, იგივე ბათუმში ვერ იქნება, თუნდაც საქართველოში სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა სუნამო დომინირებს და როდესაც სხვა ქვეყნებზე გავალთ, იქაც ასე იქნება, აღმოსავლეთში სხვა ტიპის არომატები მოსწონთ, ევროპელებს სხვა, ჩვენ სუნამოებში სამი განსხვავებული არჩევანია და შეუძლიათ თავისუფლად აირჩიონ“ - აღნიშნა ზვიად ციკოლიამ.
ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ სუნამოების წარმოება 2022 წლის დეკემბერში დაიწყო. დიზაინერის ქართული ბრენდით წარმოებულ სუნამოს ფლაკონს ქვევრის ფორმა აქვს. ქვევრის ფორმაში ჩამოსხმული სუნამოს სურნელი ფრანგმა პარფიუმერმა Anotine Lie-მ შექმნა.
სუნამო ციკოლია ოქროს აღწერაში ნათქვამია, რომ დენთის , მიწის, ლითონის ნაწლების, ცხიმისა და კვამლის სურნელი მოულოდნელ სილამაზეს წარმოაჩენს. უფრო დეტალურად კი სუნამოს სურნელი შეიცავს ისეთ ნოტებს როგორიცაა მანდარინის ზეთი, ჯანჯაფილის ზეთი, ვარდისფერი წიწაკა, შავი ვარდი, ნავთი,დენთი, ვანილი, გუმფისი, სიგარის კვამლი, მისი ფასი 749 ლარია.
რაც შეეხებია ციკოლია ვერცხლს, მას ასე აღწერენ: ამ სუნამოს მეტალის აკორდი ბურთშია გახვეული, ამ შთაბეჭდილებას ტოვებს მუშკი და ხის ნოტები- სიმსუბუქე და სიკაშკაშე, ოდნავ ჰგავს თვითმფრინავის კაბინაში ყოფნას , რომელიც ღრუბლებში გაიჭრა და სამყაროს უკიდეგანო სივრცეში მიფრინავს. მის ნოტებშია მწარე ქინაქინა, თეთრი მეტალი, მუშკი, კედარის ზეთი, სანდლის ხე. ციკოლია სილვერის ფასიც 749 ლარია.
ციკოლია სპილენძი კი აღწერილია, როგორც სიგარების, რომის, კონიაკის სურნელი და მგრძნობიარე ცხოველური ნოტები, სიხარულისა და თავისუფლების სადღესასწაულო მომენტი ბნელ და ქაოტურ სამყაროში. მის ნოტებში შედის შავი მოცხარის ზეთი, სიგარის სურნელი, ქართული "ქვევრის" ღვინის არომატი, რომის ზეთი და კონიაკის ზეთი, "ცხოველის ბეწვი", სურნელოვანი დიპტერიქსი, ვანილი. მისი ფასიც ასევე 749 ლარია.
სუნამოების შეძენა როგორც ონლაინ, ასევე ბამბის რიგის #7-ში „ციკოლია ბუტიკში“ არის შესაძლებელი.