იმ ზღვარს მივადექით, როცა უკვე ყველაფერს ვკარგავთ, რისთვისაც 34 წლის განმავლობაში მიგვიღწევია, - ამის შესახებ Eristavi Estates-ის დამფუძნებელმა, ზურაბ ერისთავმა TV პირველთან საუბარში განაცხადა.

ზურაბ ერისთავი ბიზნესში სერიოზულ შეფერხებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ ვითარებამ, რაც ახლა საქართველოშია, ქვეყანა ინვესტორებისთვის არასაიმედო გახადა.

„მივადექით იმ ზღავრს, როდესაც უკვე ვკარგავთ ყველაფერს, რისთვისაც 34 წლის განმავლობაში მიგვიღწევია. რეალობა გვეცვლება, გვეცვლება ქვეყანა, გვეცვლება მიმართულება, გვეცვლება ის პარტნიორები, რომლისკენაც ამდენი წლების განმავლობაში ურთიერთობებს ვალაგებდით. ჩვენს ბიზნესში, უძრავ ქონებაში ძალიან სერიოზული შეფერხებებია. გვყავს ინვესტორები, რომლებთანაც თვებია ვმუშაობთ და მივიღეთ პასუხი, რომ ახლა ისინი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ზოგმა საერთოდ გააუქმა თავიანთი დაკვეთა, ზოგმა პაუზა აიღო, მაგრამ ვფიქრობ, ეს პაუზა, უფრო ზრდილობის გამო არის და ეს ყველაფერი შეჩერებულია. ნებისმიერი ინვესტორი, რომელსაც მსოფლიოს რუკა უდევს ზინ და ეძებს საინვესტიციოდ პროექტებს, გადაწყვეტილებას იღებს, უფრო სტაბილური, მშვიდი, ეკონომიკურად მზარდი ქვეყნისსკენ, რომელსაც აქვს სასმაართლო, რომელსაც აქვს კანონი, სადაც ის დაცულად გრძნობს თავს, შესაბამისდა, ჩვენთან ეს ყველაფერი ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება", - აცხადებს ზურაბ ერისთავი.