ჩინეთიდან ტვირთის 10-15 დღეში მიწოდება საქართველოში სულ მალე რეალობა შეიძლება გახდეს. გლობალური სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებასთან ერთად, ქართული ლოგისტიკური კომპანია World Logistic აცხადებს, რომ მიწოდების ვადების შემცირებაზე უკვე აქტიურად მუშაობს.
კომპანიის დირექტორის, ეკა დიღმელაშვილის თქმით, ყაზახეთში ახალი მაგისტრალის მშენებლობა მნიშვნელოვნად გაამარტივებს სატრანსპორტო ნაკადებს, რაც რეგიონში ტვირთების მიწოდების სიჩქარეზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
ინფრასტრუქტურის განვითარება და სწორი პარტნიორული ქსელი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ტვირთი ჩინეთიდან 10-15 დღეში ჩამოვიტანოთ. ეს იქნება გარდამტეხი ცვლილება ქართულ ბაზარზე,– აცხადებს დიღმელაშვილი რადიო კომერსანტთან.
„2022 წელს ბაზარზე სახმელეთო გადაზიდვებზე მოთხოვნა გაჩნდა, რადგან საჰაერო გადაზიდვის ტარიფები თვიდან თვემდე იზრდებოდა. მომხმარებლებს მენეჯერებთან პირდაპირი კომუნიკაცია სურდათ, ტვირთების მიღწევადობაზე, ამიტომაც ჩვენ World Logistic დავაარსეთ, მცოდნე მენეჯერებით, რომლებსაც 12-წლიანი გამოცდილება ჰქონდათ, როგორც საოპერაციო ისე ლოგისტიკური მიმართულებით.
World Logistic-ის მთავარი მიმართულება სახმელეთო გადაზიდვებია, ვფლობთ საკუთარ მანქანებს და საწყობები გვაქვს ჩინეთის ორ ქალაქში: გუანჯოუში ივუში. ჩინეთიდან იმპორტირებული ნივთებს ჩვენი მომხმარებლები საქართველოში იღებენ 20-25 დღეში.
სანდოობა და მომსახურების მაღალი ხარისხი კი World Logistic-ის მთავარი პლუსებია.
ჩინეთის გარდა, თურქეთის მიმართულებაზეც ვმუშაობთ. დღეისთვის თურქეთში სტამბულის ევროპულ და აზიურ მხარეში გვაქვს ორი საწყობი საიდანაც ორი სრულად დატვირთული მანქანა გამოდის თვეში. ასევე, მაღალი მოთხოვნა იყო ევროპულ ტვირთებზე და დღეს უკვე ევროპაშიც გვყავს პარტნიორები.
World Logistic-ის დღეისთვის ჩინეთიდან 2000 კუბიდან-2500 კუბამდე ტვირთს ამუშავებს, რაც თვეში დაახლოებით 18-20 მანქანას უდრის, რაც თითოეულ მომხმარებელს აძლევს იმის საშუალებას ტვირთი ყოველკვირეულ რეჟიმში მიიღოს. ნებისმიერი ტვირთის დათქმულ ვადაში მიღება, ეს კომპანიის მთავარი გამოწვევაა. ასევე, ჩვენს კლიენტებს დაზღვევასა და საბროკერო მომსახურებებს ყოველთვის ვთავაზობთ, რაც აერთიანებს ამ შეთავაზებებს. ასე რომ, ჩვენი უპირატესობებია: ტვირთის დათქმულ ვადაში მიღება, სანდოობა და მომსახურების მაღალი ხარისხი“,- აღნიშნა ეკა დიღმელაშვილმა „კომერსანტის“ ეთერში.
2024 წელს ჩვენ საკმაოდ მსხვილი და საინტერესო პროექტები განვახორციელეთ ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან ერთად. ეს გადაზიდვები დღემდე აქტიურად მიმდინარეობს და 2025 წელს კიდევ უფრო მეტ სიახლეს შევთავაზებთ მომხმარებლებს“,- აღნიშნა ეკა დიღმელაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში.