რომელია საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ღვინის მწარმოებელი 10 საწარმო საქსტატის მიერ „კომერსანტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, ტოპ 10 ღვინის საწარმო ასე გამოიყურება (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
სს თელიანი ველი
შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
შპს GVMT Group
სს თბილღვინო
შპს ასკანელი ძმები
შპს Bolero & Company
შპს გრუზვინპრომი
სს ბადაგონი
სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა
შპს ქართული ღვინის სახლი
2022 წელს ქართული ღვინის სახლმა ათეულში შპს „მეღვინეობა ხარება“ ჩაანაცვლა, 2021 წელს ათეული ასე გამოიყურებოდა:
შპს GVMT Group
შპს გრუზვინპრომი
სს ბადაგონი
შპს Bolero & Company
შპს მეღვინეობა ხარება
სს თბილღვინო
სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა
შპს ასკანელი ძმები
სს თელიანი ველი
შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
საჯარო რეესტრის მიხედვით, შპს „ქართული ღვინის სახლის“ 45% საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე დმიტრი ალექსანდროვს ეკუთვნის, ვასილი დვალს – 12,5%, სერგეი სუმაროკოვს – 5%, რომელსაც ასევე აქვს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა. ასევე ზაზა კიკაბიძე 12,5%, ნინო კიკაბიძე 12,5%, თათია კიკაბიძე 12,5%
რაც შეეხება მეღვინეობა ხარებას, ამ დროისთვის მისი მფლობელების აქციების წილები ასე გამოიყურება: ვახტანგ ლიპარტიანი 0,3%; ალექსანდრე ხარებავა 0,5%; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მეღვინეობა ხარება 52,2%; შპს „საქართველო მარანი“ 42%; შპს "ვაჩნაძიანი" 5%.