გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს გერმანიის ავტომობილების ინდუსტრიას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ იღებს ჩინეთის მიერ წარმოებულ ელექტრომობილებზე დაწესებულ ტარიფებზე.

,,მე არ ვარ ტარიფების ან გადასახადების შეცვლის მომხრე, რადგან ეს, სავარაუდოდ, გამოიწვევს კონტრზომებსა და  სატარიფო დავას ჩინეთთან. ამიტომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული“ – განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა.

გერმანიის საავტომობილო ინდუსტრია კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, რადგან  საქმე ეხება ელექტრომანქანების წარმოებას.

ავტომობილების მწარმოებლები უჩივიან ჩინელ  კონკურენტებს,  რომლებიც სუბსიდიების გამო წარმოების დაბალი ხარჯების შენარჩუნებას ახერხებენ.

ბევრი გერმანული ავტომწარმოებელი, მათ შორის ,, ფოლკ-სვაგენი“ , გეგმავს საწარმოო ქარხნების დახურვას.

გერმანიის ვიცე-კანცლერმა ყურადღება გაამახვილა პრობლემის გონივრულად გადაჭრის აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ სწრაფმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა ავტოწარმოების ინდუსტრია დააზარალოს.

წყარო: euronewsgeorgia