საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), ლუდით ვაჭრობის სექტორში, სს „არგოს“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი ეხებოდა მოპასუხეების - სს „ქართული ლუდის კომპანიის“ და Swinkels Family Brewers N.V.-ის მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) სავარაუდო დარღვევის ფაქტს.
საჩივრის დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე, წარმოდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივნის მიერ მითითებულ გარემოებებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ იკვეთება. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
ინფორმაციისთვის: 113 მუხლის მიხედვით, არაკეთილსინდისიერ კონკურენციად მიიჩნევა ეკონომიკური აგენტის ისეთი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და ლახავს კონკურენტისა და მომხმარებლის ინტერესებს.
2025 წელს, GCCA-იმ 3 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო.